TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ტექნიკური ასისტენტი

ტექნიკური ასისტენტი

baumer Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 03, 2026 1 day ago apply by Aug 03, 2026

Job description

კომპანია " Baumer - ბაუმერი " ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს: ** საინჟინრო სისტემების პროექტირება. ** საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი. ** საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება. დღეისათვის "ბაუმერს" არაერთი მსხვილი და რეგიონული მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული. "ბაუმერის" გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს. კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ასისტენტის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები: ** ტექნიკური მენეჯერის მხარდაჭერა პროექტების დაგეგმვასა და სამუშაო გრაფიკის შედგენაში; ** პროექტების მიმდინარეობის ადმინისტრაციული მონიტორინგი და ინფორმაციის განთავსება შიდა საკომუნიკაციო პლატფორმაზე; ** პროექტში ცვლილებების აღრიცხვა და ტექნიკური მენეჯერის ზედამხედველობით დამკვეთთან შეთანხმება; ** სხვადასხვა მიმართულებებს შორის კოოორდინაციის ორგანიზება ტექნიკური მენეჯერის მხარდაჭერით; ** დასრულებული პროექტის ანალიზის მომზადებაში მონაწილეობა; ** საჭიროების შემთხვევაში ხელშეკრულებების, ინვოისებისა და ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (არქიტექტურა, საინჟინრო, მენეჯმენტის მიმართულებით); ** ძლიერი ორგანიზაციული უნარი; ** შეხვედრების მართვის და დამკვეთთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკურ დონეზე; ** Microsoft Office (განსაკუთრებით Excel, Word) პროგრამების ცოდნა. სამუშაო პირობები: ** სამუშაო ადგილი: მიხეილ მაჭავარიანის ქუჩა 65; ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00; ** მივლინება საქართველოს მასშტაბით: თვეში საშუალოდ 2-3 დღე. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.