TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ტექნიკური დეპარტამენტის ზედამხედველი

ტექნიკური დეპარტამენტის ზედამხედველი

elt-business-group Georgia ქართული
Posted Jul 24, 2026 1 day ago apply by Aug 24, 2026

Job description

" იელთი ჯგუფი " და საერთაშორისო კომპანია IPM, 100-ზე მეტი პრემიუმ კლასის აპარტამენტის მართვის გამოცდილებით, აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დეპარტამენტის ზედამხედველის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 40სთ) 5/2 ლოკაცია: ბათუმი ანაზღაურება: 1800-2000 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად). ჩვენი გუნდი ეძებს პასუხისმგებლიან და გამოცდილ ტექნიკური დეპარტამენტის ზედამხედველს, რომელიც უზრუნველყოფს სასტუმროს ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობას, ტექნიკური საკითხების ეფექტურ მართვას და გუნდის კოორდინაციას. ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები: ** ტექნიკური დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი; ** ტექნიკური ჯგუფის თანამშრომლების (ელექტრიკოსი, სანტექნიკოსი, ხელოსნები და სხვა) დავალებების განაწილება და შესრულების მონიტორინგი; ** აპარტ-სასტუმროს საინჟინრო სისტემების გამართულ მუშაობაზე ზრუნვა (ელექტროობა, წყალმომარაგება, გათბობა-გაგრილება და სხვა); ** მიმდინარე ტექნიკური პრობლემების სწრაფი იდენტიფიცირება და გადაწყვეტის ორგანიზება; ** გეგმიური და პრევენციული ტექნიკური სამუშაოების დაგეგმვა; ** სტუმრებისა და დეპარტამენტების ტექნიკურ მოთხოვნებზე დროული რეაგირება; ** ტექნიკური ინვენტარისა და მასალების კონტროლი, საჭიროებების წარდგენა; ** სამუშაოების შესრულების ანგარიშგება ხელმძღვანელთან; ** უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა ტექნიკური სამუშაოებისას. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასტუმრო/აპარტ-სასტუმრო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); ** ტექნიკური სისტემების ცოდნა და პრობლემების დიაგნოსტირების უნარი; ** გუნდის მართვის გამოცდილება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ოპერატიულობა; ** ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected] . გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება რათა მოხდეს თქვენი რეზიუმეს განხილვა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ორ ეტაპს. თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებითა და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება მომსახურების სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია! შემოგვიერთდით! წარმატებებს გისურვებთ!