ტექნიკური მენეჯერი
Job description
ოპ-არტი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე ავეჯის საწარმოში ვეძებთ ტექნიკურ მენეჯერს, რომელიც შეძლებს ავეჯის საწარმოში ტექნიკური პროცესების სრულყოფილ მართვას, განვითარებასა და ოპტიმიზაციას. პოზიცია განკუთვნილია პროფესიონალისთვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილებით, რომელსაც აქვს სისტემური ხედვა, სტრატეგიული აზროვნება და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა. ძირითადი მოვალეობები: საწარმოს ტექნიკური პროცესების სრული მართვა და კონტროლი წარმოების დაგეგმვა, ოპტიმიზაცია და ხარისხის სტანდარტების უზრუნველყოფა ტექნიკური გუნდის (ტექნოლოგები, კონსტრუქტორები, ოპერატორები) მართვა, განვითარება და მოტივაცია ავეჯის კონსტრუქციული გადაწყვეტილებების კონტროლი და ოპტიმიზაცია დანადგარების, ტექნოლოგიებისა და წარმოების ხაზების გამართული და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა ტექნიკური რისკების ანალიზი და პრევენციული გადაწყვეტილებების მიღება ახალი ტექნოლოგიებისა და მასალების დანერგვა წარმოების პროცესების გაუმჯობესებაზე მუდმივი მუშაობა მჭიდრო თანამშრომლობა მენეჯმენტთან სტრატეგიული მიზნების მისაღწევად აუცილებელი ცოდნა და უნარები: ავეჯის წარმოების ტექნოლოგიების ღრმა ცოდნა კონსტრუქტორული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ავეჯის მასალების, ფურნიტურისა და ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა წარმოების სტანდარტების, ხარისხის კონტროლისა და უსაფრთხოების ნორმების ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი პროგრამული უზრუნველყოფა (აუცილებელი) AutoCAD SketchUp / SolidWorks / TopSolid / WoodCAD-CAM (ან ანალოგიური ავეჯის კონსტრუქტორული პროგრამები) CNC დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება წარმოების დაგეგმვის ან ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მინიმუმ 4+ წლიანი გამოცდილება ტექნიკური მენეჯერის / წარმოების ხელმძღვანელის პოზიციაზე (ავეჯის ან მსგავს წარმოებაში) ტექნიკური განათლება (სასურველია უმაღლესი) ლიდერული უნარები და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი ანალიტიკური აზროვნება და პასუხისმგებლობის მაღალი დონე ორგანიზებულობა, სისტემური ხედვა და შედეგზე ორიენტაცია ჩვენ გთავაზობთ: მაღალ ანაზღაურებას — გამოცდილებისა და კომპეტენციის მიხედვით სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს რეალურ შესაძლებლობას, იყოთ საწარმოს ტექნიკური განვითარების მთავარი ფიგურა პროფესიულ ზრდასა და გადაწყვეტილებების მიღებაში თავისუფლებას თუ ხართ პროფესიონალი, რომელსაც სურს იმუშაოს ძლიერ გუნდთან და შექმნას ხარისხიანი პროდუქტი — გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ტექნიკური მენეჯერი