TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი

ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი

Posted Jul 03, 2026 1 day ago apply by Jul 12, 2026

Job description

სსიპ - " ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის " საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების წამყვანი სპეციალისტის (ორი საშტატო ერთეული) ვაკანსია. ანაზღაურება: თვეში 1180 (ათასასოთხმოცი) ლარი (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო დანარიცხის ჩათვლით) სამუშაო გრაფიკი: 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (დასაქმების პერსპექტივით) საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** პროფესიული განათლება/საბაზისო/ბაკალავრიატის მე-6 სემესტრის სტუდენტი ** სახელმწიფო ენაზე გამართული წერის, კითხვის და მეტყველების უნარი ცოდნა: ** ოპერაციული სისტემები ** საოფისე პროგრამები ** დამხმარე და სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფა ** კომპიუტერის არქიტექტურა ** ქსელური მოწყობილობები ** პერიფერიული მოწყობილობები ** კომპიუტერული ინჟინერიის საფუძვლები ** სისტემებისა და მონაცემების სარეზერვო ასლების შექმნის/აღდგენის მეთოდები და ტექნოლოგიები ** უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები ** პერიფერიული მოწყობილობების აგებულება, დანიშნულება, მათთან მუშაობის პრინციპები, თავსებადობა პიროვნული თვისებები: ** შემოქმედებითად და კრეატიულად აზროვნების უნარი ** ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა ** ოპერატიულობა ** ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი ** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი ** დასაბუთების უნარი ** ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი ** პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი ** ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი ფუნქცია-მოვალეობები: ** კომპიუტერული ტექნიკის (PC, ლეპტოპი, ნეთბუქი, პლანშეტი) მხარდაჭერა და რემონტი ** ქსელური და სატელეფონო საკაბელო ინფრასტრუქტურის ინსტალაცია, რემონტი და მხარდაჭერა ** კლიენტური საოპერაციო სისტემების მხარდაჭერა ** საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა ** კომპიუტერული ქსელისა და სხვა საკაბელო ინფრასტრუქტურის ინსტალაცია-მონტაჟი ** უნივერსიტეტის პერიფერიული მოწყობილობების მხარდაჭერა (საბეჭდი, ასლგადამღები, სკანერი) და სახარჯი მასალების მიწოდება/ინსტალაცია ** ტექნიკური კონსულტაციის გაწევა ტელეფონის საშუალებით ** აპარატურული და პროგრამული უსაფრთხოების უზრუნველყოფა ** ხელმძღვანელის სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება ** კონფიდენციალურობის დაცვა და შრომის შინაგანაწესის შესრულება ** მატერიალურ ფასეულობებზე პასუხისმგებლობა და მოვლა დოკუმენტები: ** განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე ** CV ქართულ ენაზე (PDF) ** პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი ** განათლების/სტუდენტის დამადასტურებელი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში) ** ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ აპლიკაციის მიღების ვადა: 2026 წლის 7 ივლისი - 2026 წლის 12 ივლისი, 17:00 საათამდე ელ-ფოსტა: [email protected] სათაური: საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი (ორი საშტატო ერთეული) დამატებითი ინფორმაცია: შერჩევა განხორციელდება დოკუმენტების განხილვისა და გასაუბრების საფუძველზე. არასრულად წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.