TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინერი

ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინერი

UGT Georgia ქართული
Posted Jul 06, 2026 1 day ago apply by Aug 06, 2026

Job description

კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინრის პოზიციაზე. "იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაცხრა წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ** კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მხარდაჭერა; ** კომპიუტერული ტექნიკის ინსტალაცია, კონფიგურაცია და მხარდაჭერა; ** პერიფერიული ტექნიკის (პრინტერი, სკანერი და სხვა) ინსტალაცია, კონფიგურაცია და მხარდაჭერა; ** პროგრამული უზრუნველყოფების ინსტალაცია, კონფიგურაცია და მხარდაჭერა; ** კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მხარდაჭერასთან დაკავშირებული პროფილაქტიკური სამუშაოების პროცესში მონაწილეობის მიღება. პროფესიული უნარები/მოთხოვნები: ** ოპერაციული სისტემების (windows 10/11, Mac) ინსტალაციის, კონფიგურაციის და მხარდაჭერის ცოდნა; ** MS Office პროგრამული უზრუნველყოფების ინსტალაციის, კონფიგურაციისა და მხარდაჭერის ცოდნა; ** პროგრამული უზრუნველყოფების ინსტალაციის, კონფიგურაციისა და მხარდაჭერის ცოდნა; ** პერიფერიული ტექნიკის (პრინტერი, სკანერი და სხვა) ინსტალაცია, კონფიგურაცია და მხარდაჭერის ცოდნა. ** განათლება: უმაღლესი განათლება (განიხილება სტუდენტიც) ** ენები: აუცილებელია ინგლისური ენის მინუმუმ B1 დონეზე ცოდნა კომპეტენციები: ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისების უნარი; ** მომხმარებელზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის გრძნობა. დასაქმების პირობები: სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული ბენეფიტები: ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** Fitpass დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 6 აგვისტოს ჩათვლით. განაცხადის გასაკეთებლად, საჭიროა გადახვიდეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და გააკეთოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/983/ მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!