TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ტექნიკური პერსონალი

ტექნიკური პერსონალი

Hertz Car Rental თბილისი ქართული
Posted Jul 20, 2026 1 day ago apply by Aug 18, 2026

Job description

კომპანია “ ჰერცი ” აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური პერსონალის პოზიციაზე ავტოპარკის მართვისა და ტექნიკური კონტროლის მიმართულებით. პოზიციის მიზანი: ტექნიკური პერსონალის მთავარი ამოცანაა კომპანიის ავტოპარკის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი, დაზიანებების დროული გამოვლენა, სერვისების მონიტორინგი და ავტომობილების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. ძირითადი მოვალეობები: ავტომობილების ვიზუალური და ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება; სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების დაზიანებების პირველადი შეფასება; გეგმიური სერვისების, შეკეთებებისა და ტექნიკური სამუშაოების კონტროლი; სერვის ცენტრებთან კომუნიკაცია და შესრულებული სამუშაოების გადამოწმება; ავტომობილის დაზიანების, ავარიის ან ხაზზე გაჩერების შემთხვევაში პირველადი რეაგირება; საჭიროების შემთხვევაში ადგილზე გასვლა და ავტომობილის მდგომარეობის შეფასება; შესრულებული სამუშაოების, დაზიანებებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაციის მიწოდება Fleet Manager-ისთვის; ავტომობილის ჩაბარება-გადაბარების პროცესში ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება; ფოტო-მასალის, აქტების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა; განმეორებითი დაზიანებების ან უხარისხო შეკეთების გამოვლენა; მძღოლებისგან მიღებული ტექნიკური ინფორმაციის გადამოწმება; კომპანიის შიდა წესებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია გამოცდილება ავტომობილების ტექნიკური მომსახურების, სერვისის, მექანიკის, ავტოპარკის ან მსგავს მიმართულებაში; სატვირთო ან მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური აგებულების საბაზისო ცოდნა; დაზიანებების პირველადი შეფასების უნარი; სერვისთან და მძღოლებთან სწორი კომუნიკაციის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; ქართული ენის კარგი ცოდნა; მართვის მოწმობის ც კატეგორია, ჩაითვლება უპირატესობად სასურველია: სატვირთო ავტომობილებთან მუშაობის გამოცდილება; საბურავების, მუხრუჭების, სავალი ნაწილის, ძრავის, ელექტროობის ან სამაცივრე დანადგარების საბაზისო ცოდნა; ავტოსერვისში, ლოგისტიკურ ან სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება; დაზიანების შეფასებისა და დოკუმენტირების გამოცდილება. ინგლისური ენის ცოდნა – მინიმუმ Intermediate დონეზე, მომხმარებლის სახელმძღვანელოებთან სამუშაოდ. პიროვნული უნარები: პასუხისმგებლობა; სწრაფი რეაგირება; დისციპლინა; პრაქტიკული აზროვნება; კომუნიკაციის უნარი; პრობლემის სწორად აღწერის და გადაცემის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი. სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი; სამუშაო ადგილი: თბილისი; ანაზღაურება: განიხილება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად; შერჩეულ კანდიდატს ჩაუტარდება სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული საწყისი ინსტრუქტაჟი. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: ტექნიკური პერსონალი — ავტოპარკის ტექნიკური კონტროლი