ტექნიკური პერსონალი — ავტოპარკის ტექნიკური კონტროლი
Job description
კომპანია "ჰერცი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური პერსონალის პოზიციაზე ავტოპარკის მართვისა და ტექნიკური კონტროლის მიმართულებით. პოზიციის მიზანი: ტექნიკური პერსონალის მთავარი ამოცანაა კომპანიის ავტოპარკის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი, დაზიანებების დროული გამოვლენა, სერვისების მონიტორინგი და ავტომობილების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. ძირითადი მოვალეობები: ** ავტომობილების ვიზუალური და ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება; ** სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების დაზიანებების პირველადი შეფასება; ** გეგმური სერვისების, შეკეთებებისა და ტექნიკური სამუშაოების კონტროლი; ** სერვის ცენტრებთან კომუნიკაცია და შესრულებული სამუშაოების გადამოწმება; ** ავტომობილის დაზიანების, ავარიის ან ხაზზე გაჩერების შემთხვევაში პირველადი რეაგირება; ** საჭიროების შემთხვევაში ადგილზე გასვლა და ავტომობილის მდგომარეობის შეფასება; ** შესრულებული სამუშაოების, დაზიანებებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაციის მიწოდება Fleet Manager-ისთვის; ** ავტომობილის ჩაბარება-გადაბარების პროცესში ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება; ** ფოტო-მასალის, აქტების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა; ** განმეორებითი დაზიანებების ან უხარისხო შეკეთების გამოვლენა; ** მძღოლებისგან მიღებული ტექნიკური ინფორმაციის გადამოწმება; ** კომპანიის შიდა წესებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია გამოცდილება ავტომობილების ტექნიკური მომსახურების, სერვისის, მექანიკის, ავტოპარკის ან მსგავს მიმართულებაში; ** სატვირთო ან მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური აგებულების საბაზისო ცოდნა; ** დაზიანებების პირველადი შეფასების უნარი; ** სერვისთან და მძღოლებთან სწორი კომუნიკაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ქართული ენის კარგი ცოდნა; ** მართვის მოწმობის ც კატეგორია, ჩაითვლება უპირატესობად. სასურველია: ** სატვირთო ავტომობილებთან მუშაობის გამოცდილება; ** საბურავების, მუხრუჭების, სავალი ნაწილის, ძრავის, ელექტრობის ან სამაცივრე დანადგარების საბაზისო ცოდნა; ** ავტოსერვისში, ლოგისტიკურ ან სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება; ** დაზიანების შეფასებისა და დოკუმენტირების გამოცდილება. ** ინგლისური ენის ცოდნა - მინიმუმ Intermediate დონეზე, მომხმარებლის სახელმძღვანელოებთან სამუშაოდ. პიროვნული უნარები: ** პასუხისმგებლობა; ** სწრაფი რეაგირება; ** დისციპლინა; ** პრაქტიკული აზროვნება; ** კომუნიკაციის უნარი; ** პრობლემის სწორად აღწერის და გადაცემის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი; ** სამუშაო ადგილი: თბილისი; ** ანაზღაურება: განიხილება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად; ** შერჩეულ კანდიდატს ჩაუტარდება სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული საწყისი ინსტრუქტაჟი. დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელფოსტაზე: [email protected] . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: ტექნიკური პერსონალი — ავტოპარკის ტექნიკური კონტროლი.