TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ტექნიკური სამსახურის ინჟინერი

ტექნიკური სამსახურის ინჟინერი

Posted Jul 16, 2026 12h ago apply by Aug 15, 2026

Job description

სამშენებლო კომპანია " ანაგი " აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სამსახურის ინჟინრის თანამდებობაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: (40 საათი) დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი გამოსაცდელი ვადა: 6 თვე მოვალეობები: ** საინჟინრო პროექტების, ნახაზების, სპეციფიკაციებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლა და ანალიზი; ** პროექტების რევიზია, ტექნიკური შეუსაბამობებისა და გაურკვევლობების იდენტიფიცირება; ** მასალების, მოწყობილობებისა და სამუშაო მოცულობების ამოკრება; ** BOQ-ისა და მასალათა ჩამონათვალის მომზადება, გადამოწმება და განახლება; ** შესყიდვების დეპარტამენტისთვის ტექნიკური დავალებებისა და მოთხოვნების შედგენა; ** მომწოდებლებისგან მიღებული კომერციული და ტექნიკური წინადადებების შედარება და შეფასება; ** ალტერნატიული მასალებისა და მოწყობილობების პროექტთან შესაბამისობის ანალიზი; ** ფასებისა და ტექნიკური მონაცემების ხარჯთაღრიცხვაში ასახვა; ** სხვა ამ სფეროსთან დაკავშირებული ტექნიკური დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით; ** უსაფრთხოების შიდა რეგულაციების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება საინჟინრო, სამშენებლო ან შესაბამისი ტექნიკური მიმართულებით; ** უმაღლესი განათლება საინჟინრო, სამშენებლო ან შესაბამისი ტექნიკური მიმართულებით; ** საპროექტო დოკუმენტაციისა და ტექნიკური ნახაზების წაკითხვისა და ანალიზის უნარი; ** სასურველია სამუშაო გამოცდილება MEP-ში ან სამშენებლო-საინჟინრო სფეროში; ** MS Excel-ის კარგი ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება და ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაო გარემოს მზარდ კომპანიაში; ** ჯანსაღ კორპორაციულ კულტურასა და მხარდამჭერ გუნდს; ** სტაბილურ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV (რეზიუმე) შემდეგ ელფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ტექნიკური სამსახურის ინჟინერი". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. განაცხადის ბოლო ვადაა: 2026 წლის 15 აგვისტო