TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ტექნიკური სამსახურის თანამშრომელი

ტექნიკური სამსახურის თანამშრომელი

ფემილი რითეილი ქუთაისი ქართული
Posted Jul 08, 2026 1 day ago apply by Aug 06, 2026

Job description

კომპანია „ფემილი რითეილი“ — 15 წლიანი გამოცდილების მქონე, სწრაფად მზარდი ქსელი სავაჭრო სექტორში, რომელიც აერთიანებს მაღაზიათა ქსელ „ფემილი“-სა და საკვების საწარმო „ფემილი ფუდს“. „ფემილი რითეილი“ აცხადებს ვაკანსია: ტექნიკური სამსახურის თანამშრომელი სამუშაოს ძირითადი მოვალეობები: ობიექტებზე ტექნიკური სამუშაოების შესრულება (ელექტროობა, წყალგაყვანილობა და სხვა წვრილმანი საკითხები); ინვენტარის, ტექნიკისა და ავეჯის მონტაჟი, გადაადგილება, დასაწყობება; ტექნიკური პრობლემების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა; პრობლემის გამომწვევი მიზეზების დადგენა და პრევენცია; გეგმიური და არაგეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება; ტექნიკური აღჭურვილობის მონიტორინგი და გამართვა; ხელმძღვანელის დავალებების შესრულება. სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, მცოცავი გრაფიკით. განისაზღვრება გრაფიკის მიხედვით და შესაძლოა არ ემთხვეოდეს შაბათ-კვირას. ანაზღაურება: 1700 ლარი ადგილმდებარეობა: ქუთაისი, ნიკეას ქუჩა №21 მოთხოვნა: ტექნიკურ სფეროში სამუშაო გამოცდილება აუცილებელია თუ გსურთ შეუერთდეთ კომპანიას, რომელიც ორიენტირებულია მუდმივ განვითარებასა და წინსვლაზე, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected] , "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის პოტენციური დამსაქმებლისათვის კანდიდატის მიერ გამოგზავნა ჩაითვლება მის თანხმობად, რომ შპს „ფემილი რითეილი“ დაამუშაოს ამ ინფორმაციაში არსებული პერსონალური მონაცემები. დამუშავების მიზანია კანდიდატის შეფასება გამოცხადებული ვაკანსიისათვის და მასთან კონტაქტი. თუ არ მოხდა კანდიდატის შერჩევა, მისი პერსონალური მონაცემები წაიშლება და აღარ გაგრძელდება მათი დამუშავება. გისურვებთ წარმატებებს!