TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ტექნიკური სპეციალისტი

ტექნიკური სპეციალისტი

მასტერ კოფი Georgia ქართული
Posted Jul 08, 2026 1 day ago apply by Aug 08, 2026

Job description

კომპანია " მასტერ კოფი " არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ "COFFEESTA"-ს მფლობელი კომპანია. "მასტერ კოფს" გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: "CARTE NOIRE", "JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR" და უზრუნველყოფს ყავის აპარატების - Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee - მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას. კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ტექნიკური სპეციალისტი სამუშაო არეალი: დასავლეთ საქართველო (იმერეთი, სამეგრელო) ოფისის ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი ფუნქცია-მოვალეობები: ** ყავის აპარატების ტექნიკურად და პროგრამულად გამართვა; ** გეგმური და არაგეგმური საპროფილაქტიკო სამუშაოების წარმოება; ** ყავის გემოს დარეგულირება კომპანიის სტანდარტების მიხედვით; ** ყავის აპარატების მარაგების შექმნა; ** ყავის აპარატების მონტაჟი წინასწარ მითითებულ ლოკაციებზე კომპანიის სტანდარტების გათვალისწინებით; ** სარეკლამო დაფის დამონტაჟება წინასწარ შეთანხმებულ ობიექტზე; ** ყავის აპარატის მონტაჟისთვის საჭირო აქსესუარების მიტანა/მონტაჟი ობიექტზე; ** ყავის აპარატის გამართულად მუშაობის პრინციპების სრულფასოვნად ახსნა, პრეზენტაცია ობიექტის მფლობელისთვის; ** ყავის აპარატებისა და სხვა სარეკლამო აქსესუარების დემონტაჟი ობიექტიდან. უნარ-ჩვევები: ** შრომისმოყვარეობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა; ** პუნქტუალურობა. აუცილებელი მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება პროფესიული ყავის აპარატების მიმართულებით ან ელექტრიკოსად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად. ასევე განიხილება საგადახდო აპარატებთან მუშაობის გამოცდილებაც; ** საკუთარი მსუბუქი ავტომობილი. სამუშაო პირობები: ** ანაზღაურება: 1000-1800 ლარი , გამოცდილების შესაბამისად; ** სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00; ** დასვენება: შაბათი, კვირა; ** ანაზღაურებას ემატება 150 ლარი ავტომანქანის ცვეთისთვის; ** საწვავი; ** ულიმიტო სასაუბრო. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: [email protected] . ელფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ტექნიკური სპეციალისტი. ან დაგვიკავშირდეთ: 595 404 225. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებებს!