TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ტექნიკური სპეციალისტი

ტექნიკური სპეციალისტი

truly-nolen Georgia ქართული
Posted Jul 24, 2026 1 day ago apply by Aug 31, 2026

Job description

" Truly Nolen Georgia " წარმოადგენს ამერიკული კომპანიის Truly Nolen International-ის ოფიციალურ წარმომადგენლობას. კომპანიას 85 წელზე მეტი გამოცდილება აქვს მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში და ის ერთ-ერთ წამყვან ბრენდად ითვლება გლობალურ მასშტაბზე. Truly Nolen წარმატებით ოპერირებს მსოფლიოს ათობით ქვეყანაში და გამოირჩევა მაღალი სტანდარტებითა და ინოვაციური მიდგომებით. ვაკანსიის აღწერა: "Truly Nolen Georgia" ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლობიან ტექნიკური მომსახურების სპეციალისტს. ეს პოზიცია გულისხმობს მავნებლების აღმოჩენასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლას როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ ობიექტებზე. ვაკანსიის დასახელება: ტექნიკური სპეციალისტი მდებარეობა: თბილისი, საქართველო დეპარტამენტი: ოპერაციები / საველე სერვისები დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (40 საათი კვირაში) ანაზღაურება: 1200 ლარიდან ძირითადი მოვალეობები: ** მავნებლების საწინააღმდეგო საშუალებების უსაფრთხოდ და ეფექტურად გამოყენება, კომპანიის მითითებების დაცვით (დერატიზაცია, დეზინსექცია და დაკავშირებული დეზინფექცია) და სხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარება; ** მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება; ** მომსახურების ჩანაწერების წარმოება მობილური მოწყობილობებით ან ბეჭდური ფორმით; ** უსაფრთხოების პროტოკოლებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვა; ** დამატებითი სერვისების საჭიროების იდენტიფიცირება და გაყიდვების მხარდაჭერა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საშუალო, პროფესიული ან უმაღლესი განათლება; ** სწრაფად ათვისების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. რას გთავაზობთ: ** სტაბილური დასაქმება წამყვან საერთაშორისო ბრენდში; ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა; ** მეგობრული სამუშაო გარემო. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2026 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected] , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. გისურვებთ წარმატებას!