ტექნიკური სპეციალისტი
Job description
სამშენებლო და ივენთ ტექნიკის გაქირავების კომპანია "ეკორენტი " ( http://www.ecorent.ge ) ეძებს ტექნიკურ სპეციალისტს , რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის გენერატორებისა და სხვა ტექნიკის ტექნიკურ გამართულობაზე და ღონისძიებების პერიოდში მათ უწყვეტ და უსაფრთხო მუშაობაზე. ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ სამუშაოს მზარდ კომპანიაში; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** მრავალფეროვან და დინამიკურ სამუშაო გარემოს; ** ანაზღაურება: 2500 ლარი (ხელზე ასაღები) ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 10-დან 6 საათამდე ** სამუშაო ადგილი: თბილისი, ქინძმარაულის 15 (თუმცა 2-3 თვეში გადავდივართ თბილისის აეროპორტის მიმდებარედ) ძირითადი მოვალეობები: ** გენერატორების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი და გამართულობის უზრუნველყოფა; ** ღონისძიებების პერიოდში გენერატორებთან მორიგეობა და მათი მუშაობის მუდმივი მონიტორინგი; ** გენერატორების ელექტრო ქსელთან სწორად და უსაფრთხოდ დაერთების უზრუნველყოფა; ** გენერატორების საწვავით დროული მომარაგება და საწვავის კონტროლი; ** გენერატორების ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების დროული აღმოჩენა და პირველადი რეაგირება; ** საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური მომსახურებისა და მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულება; ** კომპანიის სხვა ტექნიკის ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი, მათ შორის: ამწე კალათები, სატკეპნები, ავტომობილები და სხვა სამშენებლო/საივენთო ტექნიკა; ** ტექნიკის პერიოდული შემოწმება და შესაძლო გაუმართაობების დროული იდენტიფიცირება; ** ტექნიკის მომზადება სამუშაოზე ან ღონისძიებაზე გასატანად და დაბრუნების შემდეგ მისი შემოწმება; ** ტექნიკის უსაფრთხო ექსპლუატაციის წესების დაცვა; ** საჭიროების შემთხვევაში ტექნიკის ობიექტებზე ტრანსპორტირება და ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** ტექნიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** გენერატორებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად; ** ელექტრო და მექანიკური სისტემების საბაზისო ცოდნა; ** ტექნიკური პრობლემების სწრაფად აღმოჩენისა და პირველადი რეაგირების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ; ** დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი; ** C კატეგორიის მართვის მოწმობა სასურველია; ** მზადყოფნა ღონისძიებების პერიოდში, საჭიროების შემთხვევაში, არასტანდარტულ სამუშაო საათებში მუშაობისთვის. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] დანიშნულების ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ტექნიკური სპეციალისტი.