ტექნიკური უზრუნველყოფის სუპერვაიზერი
Job description
Royal Tulip Hotel & Casino აცხადებს ვაკანსიას: ტექნიკური უზრუნველყოფის სუპერვაიზერი ძირითადი მოვალეობები: კომპანიის ტექნიკური და საოპერაციო პროცესების შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ელექტროობის, კონდიცირების (HVAC), სანტექნიკისა და სხვა საინჟინრო სისტემების ტექნიკური გაუმართაობების დროული გამოვლენა, დიაგნოსტირება და მათი აღმოფხვრის პროცესის კოორდინაცია; მწყობრიდან გამოსული დანადგარებისა და ტექნიკური აღჭურვილობის შეკეთებისა და პრევენციული მომსახურების დაგეგმვა და კონტროლი; ტექნიკური პერსონალის (ელექტრიკოსების, სანტექნიკოსების, ტექნიკოსებისა და სხვა თანამშრომლების) სამუშაოს დაგეგმვა, კოორდინაცია, განაწილება და შესრულების ზედამხედველობა; საინჟინრო მოწყობილობებისა და ტექნიკური სისტემების გამართული მუშაობისა და რეგულარული ტექნიკური მომსახურების კონტროლი; ტექნიკური სამუშაოების შესრულების ხარისხის, უსაფრთხოების ნორმებისა და კომპანიის შიდა პოლიტიკის, პროცედურებისა და რეგულაციების დაცვის უზრუნველყოფა; ტექნიკური რესურსების, მასალებისა და აღჭურვილობის ეფექტიანი გამოყენებისა და საჭიროების შემთხვევაში მათი შესყიდვის პროცესში მონაწილეობა; ახალი პროექტების ტექნიკური ნაწილის დაგეგმვა, ორგანიზება, კოორდინაცია და შესრულების მონიტორინგი; ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური კომუნიკაცია და თანამშრომლობა; ტექნიკური ხარვეზების, შესრულებული სამუშაოებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ხელმძღვანელობისთვის რეგულარული ანგარიშგების მომზადება. მოთხოვნები: ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა; ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია სასტუმროსა და კაზინოს სფეროში). პირობები: სამუშაო ადგილი: თბილისი, ლევილის სანაპირო N10; სამუშაო განაკვეთი 5/2; ანაზღაურება 3500 ლარი; კვებით უზრუნველყოფა; დაზღვევა. იმისთვის, რომ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებას!