ტექნოლოგ-ოპერატორი
Job description
„სი-ფი-აი ჯორჯია“ არის მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი კომპანია თბილისში, რომელიც აწარმოებს სტაბილურ იზოტოპებს სამედიცინო, სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიზნებისთვის. კომპანია აცხადებს ვაკანსიას წარმოების ტექნოლოგ-ოპერატორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ტექნოლოგიური პროცესის მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი. საწარმოო დანადგარებისა და პროცესების მართვა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად. განათლება: უმაღლესი (არანაკლებ ბაკალავრის ხარისხით) ქიმიური, საინჟინრო და ტექნიკური მიმართულებით მოთხოვნები და ცოდნა: ზოგადი ფიზიკა, ზოგადი ქიმია, ქიმიური ტექნოლოგიის ზოგადი საწყისები; გამოცდილება: მუშაობის სტაჟი მსგავს მიმართულებებში. კომპიუტერი: საოფისე პროგრამები. ენები: ქართული კარგად, სასურველია რუსული და ინგლისური. პირობები: სამუშაო გრაფიკი: სრული (ყოველ მე-4 დღეს 24 საათიანი ცვლა, 6 საათიანი შესვენებით, უზრუნველყოფილი მოსასვენებელი ოთახით და კვების სივრცით. საწარმო მდებარეობს თბილისში, საბურთალოს რაიონი. ანაზღაურება 2250 ლარი, დარიცხვით (უქმე დღეებში ზეგანაკვეთური ანაზღაურება). კომპანიაში დასაქმებულთათვის არსებობს დამატებით ბენეფიტები (ჯანმრთელობის დაზღვევა, წლიური საბონუსო სისტემა, პარკინგით უზრუნველყოფა, Fitpass). გამოსაცდელი: ვადა 3-6 თვე (ანაზღაურებადი) დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ტექნოლოგ-ოპერატორი". მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ კომპანიისათვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 1 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.