TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ტენ. შშმ პირებისთვის პანდუსის მოწყობის სამუშაოების შესრულება

ტენ. შშმ პირებისთვის პანდუსის მოწყობის სამუშაოების შესრულება

Posted Aug 04, 2026 20h ago apply by Aug 24, 2026

Job description

თანდართული ფაილი: 742329_Notary_Chamber_of_Georgia__2__7548457.zip სსიპ " საქართველოს ნოტარიუსთა პალატა " აცხადებს კონკურსს სანოტარო ბიუროს შესასვლელში შშმ პირებისთვის პანდუსის მოწყობის სამუშაოების შესასრულებლად . საკონკურსო ობიექტის მისამართი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, პეტრიწის ქ. N16. სამუშაოების აღწერა ** საკონკურსო სამუშაოები ითვალისწინებს სანოტარო ბიუროს შესასვლელში შშმ პირებისთვის პანდუსის მოწყობას. ** სამუშაოების სრული ჩამონათვალი და მოცულობები მოცემულია დანართი N1-ში (ხარჯთაღრიცხვა), ხოლო სამუშაოების განხორციელების პროექტი, მათ შორის ნახაზები და გეგმები, მოცემულია დანართი N2-ში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები კონკურსში მონაწილე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: ** კომპანიის სრული რეკვიზიტები; ** ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია. სამუშაოების შესრულების პირობები ** სამუშაოები უნდა განხორციელდეს დამკვეთთან და შესაბამის სანოტარო ბიუროსთან წინასწარი შეთანხმებით. ** სამუშაოების შესრულების დრო და გრაფიკი უნდა შეთანხმდეს დამკვეთთან/სანოტარო ბიუროსთან ისე, რომ სამუშაოების მიმდინარეობისას არ შეიზღუდოს და არ შეფერხდეს სანოტარო ბიუროს ნორმალური სამუშაო პროცესი და სამუშაო გრაფიკი. ** აუცილებლობის შემთხვევაში, სამუშაოების ცალკეული ეტაპები შესაძლებელია განხორციელდეს არასამუშაო საათებში, დამკვეთთან და სანოტარო ბიუროსთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. შეთავაზებების წარდგენა პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი შეთავაზება უნდა მოიცავდეს: ** სამუშაოების შესრულების სრულ ღირებულებას; ** ხარჯთაღრიცხვას დანართი N1-ის შესაბამისად; ** სამუშაოების შესრულების ვადას; ** პრეტენდენტის საკონტაქტო ინფორმაციას. შემოთავაზებები უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულად შემდეგ მისამართებზე: [email protected] [email protected] განცხადებების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 24 აგვისტო, 10:00 საათი. დამატებითი ინფორმაცია ** სამუშაოების სრული ჩამონათვალი და მოცულობები იხილეთ დანართი N1-ში. ** სამუშაოების განხორციელების პროექტი (ნახაზები/გეგმები) იხილეთ დანართი N2-ში. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ: ალექსანდრე თედიაშვილი ლოჯისტიკის უფროსი სპეციალისტი ტელ.: 591 22 14 44; 568 82 10 01 ელ. ფოსტა: [email protected] ბექა სუჯაშვილი პროექტის ავტორი ტელ.: 558 18 07 71 ელ. ფოსტა: [email protected]