---
title: ტენდერების სპეციალისტი
description: კომპანია "Control - R" რომლის საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა სფეროში გამოცხადებული სახელმწიფო და კერძო ტენდერების მოძიებას, ანალიზს, მათში მონაწილეობის ორგანიზებასა და სატენდერო პროცესების სრულ ადმინის
---

# ტენდერების სპეციალისტი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-08-24  
**Apply by:** 2026-09-24

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=747049)

## Job description

კომპანია "Control - R" რომლის საქმიანობა მოიცავს სხვადასხვა სფეროში გამოცხადებული სახელმწიფო და კერძო ტენდერების მოძიებას, ანალიზს, მათში მონაწილეობის ორგანიზებასა და სატენდერო პროცესების სრულ ადმინისტრირებას, აცხადებს ვაკანსიას ტენდერების სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 19:00- საათამდე; ** სამუშაო ადგილი: გლდანი, რამაზ შენგელიას ქ. N7; ** ანაზღაურება შეთანხმებით. პოზიციის მიზანი: ტენდერებთან დაკავშირებული პროცესების სრული ადმინისტრირება და კოორდინაცია — შესაბამისი ტენდერების მოძიებიდან და შეფასებიდან, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებისა და წარდგენის ჩათვლით, ტენდერში მონაწილეობის პროცესის მართვა და გამარჯვების შემთხვევაში საქმის შესაბამის მიმართულებაზე/პასუხისმგებელ პირზე სრულად გადაბარება. ძირითადი მოვალეობები: ** სახელმწიფო და კერძო შესყიდვებთან დაკავშირებული შესაბამისი ტენდერების მოძიება და რეგულარული მონიტორინგი; ** ტენდერების პირობების, ტექნიკური დავალებების, საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დეტალური შესწავლა; ** ტენდერში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაციის განსაზღვრა, შეგროვება და მომზადების პროცესის კოორდინაცია; ** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; ** სატენდერო განაცხადის და თანდართული დოკუმენტაციის ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა და წარდგენა; ** ტენდერის მიმდინარეობის კონტროლი და ვადების მონიტორინგი; ** სატენდერო პროცედურის ფარგლებში დამატებითი მოთხოვნების, დაზუსტებებისა და კორესპონდენციის მართვა; ** ტენდერში მონაწილეობის სრული პროცესის კოორდინაცია შედეგის დადგომამდე; ** გამარჯვების შემთხვევაში, ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის სრულად მოწესრიგება და შესაბამის პასუხისმგებელ პირზე/განყოფილებაზე გადაბარება; ** ტენდერებთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის სისტემატიზაცია და არქივირება; ** შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშგება ხელმძღვანელობასთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** ტენდერების/სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის მუშაობის პრინციპების ცოდნა; ** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებისა და ადმინისტრირების გამოცდილება ** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა, რუსული და თურქული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** საოფისე პროგრამების (MS Office) კარგი ცოდნა; ** დამოუკიდებლად მუშაობისა და რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის გამოცდილება. პიროვნული უნარები: ** პასუხისმგებლიანი და ორგანიზებული; ** ყურადღებიანი დეტალების მიმართ; ** პუნქტუალური და შედეგზე ორიენტირებული; ** სწრაფად ადაპტირებადი; ** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; ** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნების უნარი. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: geocontrol.r@gmail.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
