ტენდერი გოდერძის ტყის გეობილიკის მოწყობის სამუშაოებზე
Job description
თანდართული ფაილი: 735505_danarti_8964569.zip " CENN ", პროექტის "მწვანე კავკასია" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს ტენდერს გოდერძის განამარხებული ტყის გეობილიკის მარშრუტის მოწყობის სამუშაოების შესყიდვისთვის . დეტალური ინფორმაცია გამოცხადებულ ტენდერზე იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში: ** ტექნიკური დავალება ** დანართ #1 დაინტერესებულმა იურიდიულმა პირებმა გთხოვთ, წინადადება გამოგზავნოთ არაუგვიანეს 2026 წლის 20 ივლისისა (00:00 საათამდე) , შემდეგ ელექტორნულ მისამართზე: [email protected] (გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ: ტენდერი გოდერძის გეობილიკის მოწყობის სამუშაოებზე). აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ წამოდგენილი წინადადებები არ განიხილება. წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას: ** შევსებული ბიუჯეტის (ხარჯთაღრიცხვის) ფორმა - წინამდებარე ტექნიკური დავალების დანართის შესაბამისად, ფასები ლარში (დღგ-ს გარეშე), უფლებამოსილი პირის ხელმოწერით/ბეჭდით დადასტურებული. ** რეკვიზიტები და განახლებული, 2026 წლის, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან. ** გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (პუნქტი 1.7-ის შესაბამისად) - მინიმუმ ორი ანალოგიური პროექტის ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტები ან სხვა დოკუმენტები; აქედან მინიმუმ ერთი უნდა უკავშირდებოდეს ბუნების საგანმანათლებლო-შემეცნებითი მარშრუტის მოწყობას. ** სამუშაოს შესრულების მოკლე გეგმა/მეთოდოლოგია - ძირითადი ეტაპები, გამოსაყენებელი მასალები და სავარაუდო ვადები. ** პროექტის განმახორციელებელი ძირითადი ჯგუფის რეზიუმეები (ქართულ ან ინგლისურ ენაზე) ** წინადადების/შემოთავაზების მოქმედების ვადა (სასურველია არანაკლებ 14 კალენდარული დღე წარდგენიდან). ** უფლებამოსილი პირის ხელმოწერა და საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, თანამდებობა, ტელეფონი, ელ-ფოსტა). განაცხადები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ** მომსახურების ღირებულება - 30% ** აპლიკანტის გამოცდილება - 40% ** შემოთავაზებული მეთოდოლოგია - 20% ** შემოთავაზების მოთხოვნასთან შესაბამისობა - 10%