TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ტენდერი: კაფეტერიის მომსახურების მომწოდებელი

ტენდერი: კაფეტერიის მომსახურების მომწოდებელი

ჯი-თი მოტორსი Georgia ქართული
Posted Jul 23, 2026 1 day ago apply by Aug 01, 2026

Job description

ტენდერის აღწერილობა: კაფეტერიის მომსახურების მომწოდებელი შპს " ჯი-თი მოტორსი ", საავტომობილო ბრენდების Jaguar, Land Rover, Ford, Suzuki, BMW, Mini-ს ოფიციალური წარმომადგენელი და იმპორტიორი საქართველოში, აცხადებს ტენდერს გამოცდილ და კვალიფიციურ მომწოდებლებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ კაფეტერიის მომსახურებას ჩვენს ფართზე/ოფიექტზე , რომელიც განლაგებულია შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, 163. კაფეტერია მოემსახურება როგორც კომპანიის თანამშრომლებს, ისე მის ვიზიტორებს და კონტრაქტორებს (საშუალო დღიური გამტაუნარიონობა: 200 კაცი), და უნდა უზრუნველყოს სხვადასხვა დიეტური მოთხოვნების შესაბამისი კერძებისა და სნექების მრავალფეროვანი მენიუ. სამუშაოს მოცულობა: შერჩეული მომწოდებელი პასუხისმგებელი იქნება: ** განსაზღვრულ საათებში კაფეტერიის ოპერირებასა და მართვაზე ** მენიუს შექმნასა, მაღალი ხარისხის და ნუტრიციული ღირებულების საკვების მომზადებაზე ** სურსათის და სხვა მარაგების შესყიდვაზე ** ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმების, ასევე საკვების ჰიგიენური სტანდარტების შესაბამისობაზე ** კომპანიის თანამშრომლებისა და ვიზიტორებისთვის საუკეთესო მომსახურების მიწოდებაზე ** კაფეტერიის ტერიტორიაზე ჰიგიენისა და სისუფთავის ნორმების დაცვაზე ** გადახდის და ბილინგის შესაბამისი სისტემების დანერგვაზე. მოთხოვნები: ** გამოცდილება: მომწოდებლებს უნდა ჰქონდეთ კაფეტერიის მომსახურების დადასტურებული ისტორია, სასურველია კორპორაციულ ან ინსტიტუციურ გარემოში. ** მენიუ: შემოთავაზება უნდა შეიცავდეს მრავალფეროვან მენიუს, რომელშიც გათვალისწინებულია დაბალანსებული და სპეციალური მოთხოვნების შესაბამისი კერძები (მაგ.: ვეგეტარიანული, ნახშირწყლების დაბალი შემცველობით და ა.შ.). დამატებით, აუცილებელია ფიქსირებული მენიუს ვარიანტი (სალათი, სუპი, მთავარი კერძი და ა.შ.) ** ხარისხის უზრუნველყოფა: მომწოდებელმა ნათლად უნდა აჩვენოს მისი პასუხისმგებლობა კვების ხარისხის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების მიმართ, მათ შორის სერტიფიკაციის ან სათანადო რეგულაციებთან შესაბამისობის გზით. ** პერსონალი: დასაქმებულთა რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს საჭიროებებს და უნდა იყოს კვალიფიციური, როგორც საკვების მომზადების, ისე მომსახურების და დასუფთავების მოვალეობების მიმართულებით. ** ფასები: ფასი უნდა იყოს კონკურენტუნარიანი, როგორც კერძების, ისე მომსახურებისთვის ** მდგრადობა: უპირატესობა მიენიჭება მომწოდებლებს მდგრადი გარემოსდაცვითი პოლიტიკით, როგორიცაა ადგილობრივი პროდუქტების შეძენა და საკვების ნარჩენების მინიმიზაცია. შემოთავაზების შემოტანის წესები: დაინტერესებულმა მომწოდებლებმა უნდა გამოგზავნონ შემოთავაზება: 01.08.2026-მდე შემდეგ საბუთებთან ერთად: ** ინფორმაცია კომპანიის შესახებ შესაბამისი გამოცდილების დამადასტურებელი საბუთებით ** სამეწარმეო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; ** შემოთავაზებული მენიუ ფასებისა და კვებითი ღირებულების მონაცემებით ** ინფორმაცია პერსონალის შესახებ, მათ შორის კვალიფიკაციის, მოსამზადებელი/საჭირო პროგრამების და სერტიფიცირების შესახებ, მაგ.: ცნობა ჯანმრთელობის შესახებ და ა.შ. ** შესაბამისობის დოკუმენტაცია (ლიცენზიები, ნებართვები, კვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სერტიფიკატები) ** ფასთა სტრუქტურა და გადახდის პირობები ** ნებისმიერი სხვა დამატებითი მომსახურება ან სარგებელი შეფასების კრიტერიუმები: შემოთავაზებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: ** გამოცდილება და საქმიანობის ისტორია (20%) ** მენიუს მრავალფეროვნება და ხარისხი (25%) ** ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობა (20%) ** ფასები და მისი შესაბამისობა მომსახურებასთან (30%) ** მდგრადობის პოლიტიკა (5%) ვადები: ** ტენდერის გამოცხადების თარიღი: 24.07.2026 ** შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადა: 01.08.2026 ** მომწოდებლის შეფასება და შერჩევა: 03.08.2026-05.08.2026 ** ხელშეკრულების ძალაში შესვლა: 01.09.2026 საკონტაქტო ინფორმაცია: შეკითხვებისა და შემოთავაზების შემოტანისთვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ ზურაბ გოგბერაშვილს - +995 595 366 161 სატენდერო შეთავაზება მიიღება შემდეგ ელფოსტის მისამართზე: [email protected] დამატებითი ინფორმაცია: ** ტენდერში გამარჯვებული კომპანია გათავისუფლებული იქნება იჯარის გადასახადისგან და პასუხისმგებელი იქნება მხოლოდ კომუნალურ გადასახედებზე. ** ვიზიტი ფართის სანახავად შესაძლებელია მოთხოვნისამებრ - მოთხოვნა გამოაგზავნეთ [email protected] . ** ჯი-თი მოტორსი იტოვებს უფლებას მიიღოს ან უარი თქვას ნებისმიერ ან ყველა შემოთავაზებაზე. ** შერჩეულმა მომწოდებელმა ოფიციალური ხელშეკრულება უნდა გააფორმოს ჯი-თი მოტორსთან კაფეტერიის მომსახურების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.