TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ტენდერი ფასადის მოპირკეთების სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერი ფასადის მოპირკეთების სამუშაოების შესყიდვაზე

ავერსის კლინიკა Georgia ქართული
Posted Jul 06, 2026 1 day ago apply by Jul 13, 2026

Job description

თანდართული ფაილი: 735119_danarti_6179996.zip " ავერსის კლინიკა " აცხადებს ტენდერს ფასადის მოპირკეთების სამუშაოების შესყიდვაზე შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს ტენდერს ქალაქ რუსთავში , ტარას შევჩენკოს ქუჩა N5-ში (ს/კ 02.04.03.737) მდებარე შენობის ფასადის მოპირკეთების სამუშაოების შესრულების მიზნით. დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს/ატვირთოს შემდეგი ინფორმაცია: ** ხარჯთაღრიცხვა, რომლებშიც უნდა იშიფრებოდეს ხელფასისა და მასალის ღირებულება (დარიცხვების გარეშე ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა არის პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველი, ხარჯთაღრიცხვა ატვირთული უნდა იყოს თანდართული ფორმის შესაბამისად); ** სამუშაოების ღირებულების გადახდის პირობა; საგარანტიო პირობები, საგარანტიო ვადები; ** სამუშაოების შესრულების ვადა, სამუშაოების შესრულების გრაფიკი. ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული სისტემის eTenders.ge-ს საშუალებით 2026 წლის 13 ივლისის, 15:00 სთ-მდე უნდა ატვირთონ შემდეგი საბუთები: ** შევსებული ხარჯთაღრიცხვა/მოცულობა ** ხელმოწერილი აფიდავიტი; ** პრეტენდენტის რეკვიზიტები: სრული დასახელება, მისამართი, ელ. ფოსტა და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, საბანკო რეკვიზიტები; ** ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ანალოგიური სამუშაოს სია და მათგან არანაკლებ ორი დამკვეთი პირის რეკომენდაცია; ** შევსებული სატენდერო წინადადება; ** სამუშაოების შესრულების მეთოდოლოგია. პრეტედენტს, დამკვეთის მოთხოვნით შესაძლებელია დამატებით მოეთხოვოს შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა: ** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის; ** განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან; ** ცნობა სასამართლოდან, რომ არ მიმდინარეობს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება; ** საგადასახადოს სარეგისტრაციო კოდი და გადამხდელის სტატუსი - "დღგ"-ს გადამხდელი ან "შეღავათების მქონე გადამხდელი"; ** ცნობა საგადასახადო სამსახურიდან დავალიანების არარსებობის შესახებ; ** საბანკო რეკვიზიტები (ბანკის მიერ გაცემული ბეჭდიანი ცნობის სახით); წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის შესაბამისად უფლებამოსილი პირ (ებ)ის მიერ. თუ სამუშაოთა შესრულება იგეგმება ქვეკონტრაქტორ (ებ)ის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ ასევე წარმოდგენილ უნდა იქნას ქვეკონტრაქტორ (ებ)ის შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშნული საბუთების სახით. სატენდერო კომისიის მიერ სატენდერო წინადადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის შეფასების კრიტერიუმები არის შემდეგი: ** ხარისხი; ** ღირებულება; ** სამუშაოების შესრულების ვადა; ** ანალოგიურ სფეროში არსებული გამოცდილება; ** ანგარიშსწორების პირობა; სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი. წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტენდენტ (ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში. ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცადების საფუძველზე პრეტენდენტ (ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტენდენტ (ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე. ტენდერთან დაკავშირებულ საკითხებზე დამატებითი ინფორმაციის მიღება, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე დათვალიერება, ინფორმაციის დაზუსტება შესაძლებელია შემდეგ საკონტაქტო პირებთან: 1. დავით ბოჭორიშვილი "ავერსის კლინიკა"-ს მშენებლობისა და რემონტის პროექტების კოორდინატორი ტელ: 5 55 44 24 75 ელ.ფოსტა: [email protected] 2. ანი მამუჩიშვილი "ავერსის კლინიკა"-ს შესყიდვების სამსახურის უფროსი ტელ: 5 77 21 77 99 ელ.ფოსტა: [email protected]