TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ტენდერი - საბავშვო ბაღების გარე სივრცის მოწყობა

ტენდერი - საბავშვო ბაღების გარე სივრცის მოწყობა

SOS ბავშვთა სოფელი Georgia ქართული
Posted Jul 27, 2026 12h ago apply by Aug 05, 2026

Job description

თანდართული ფაილი: 740239_tender_sos_children_village_2918541.zip " საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი ", "SOS ბავშვთა სოფლები მსოფლიოს მასშტაბით" (SOS-Kinderdörfer weltweit) მიერ დაფინანსებული პროექტის - "უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკო-მეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება თბილისში" ფარგლებში, იწვევს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად საბავშვო ბაღების ეკოლოგიურად სუფთა გარე სივრცის მოწყობის მომსახურების შესყიდვის თაობაზე. პროექტის შესახებ ინფორმაცია: პროექტის - "უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკო-მეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება თბილისში" - მიზანია, ხელი შეუწყოს უსაფრთხო, ინკლუზიური და მაღალი ხარისხის ადრეული განათლების პრაქტიკის გაუმჯობესებას. იგი მოიაზრებს საბავშვო ბაღის პერსონალის პროფესიულ ზრდაზე, ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერებაზე, ეკო-ცნობიერების ამაღლებასა და სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვის ინკლუზიის ხელშეწყობაზე მიმართულ ღონისძიებებს. მომსახურების მიზანი: შერჩეულმა მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტში ჩართული თბილისის 11 საბავშვო ბაღის გარე სივრცის მოწყობა წინასწარ განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისად. შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი: ** პროექტში ჩართული თბილისის 11 საბავშვო ბაღის გარე სივრცის მოწყობა თანდართულ ფაილში წარმოდგენილი ფოტოების და მათი აღწერის მიხედვით; ** თითოეული საბავშვო ბაღის საჭიროებებისა და არსებული სივრცის გათვალისწინებით შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზება, საჭიროების შემთხვევაში; ** ობიექტების მოწყობის შემდეგ ტექნიკური გამართულობისა და უსაფრთხოების შემოწმება. ტექნიკური მოთხოვნები მოწყობისთვის გამოყენებული მასალები და ინვენტარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ** დამზადებული იყოს ეკოლოგიურად სუფთა, ბავშვების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მასალებისგან; ** იყოს გამძლე და განკუთვნილი ინტენსიური გამოყენებისთვის; ** არ შეიცავდეს ტოქსიკურ, მავნე ან ალერგიის გამომწვევ ნივთიერებებს; ** ჰქონდეს დამუშავებული ზედაპირები, რათა გამოირიცხოს ბავშვების დაზიანების რისკი; ** შეესაბამებოდეს ბავშვთა უსაფრთხოების მოქმედ სტანდარტებსა და რეგულაციებს; ** იყოს ადაპტირებული სკოლამდელი ასაკის ბავშვების განვითარების საჭიროებებზე; ** შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფდეს ინკლუზიურ გამოყენებას სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის. ტექნიკური განაცხადი: დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე: ** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ფიზიკური/იურიდიული პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, რეესტრის ამონაწერი - იურიდიული პირის შემთხვევაში); ** განმცხადებლის კომპეტენციის და გამოცდილების ამსახველი რეზიუმე ან პორტფოლიო; ** სამუშაოს შესრულების ვადები; ** ხარჯთაღრიცხვა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით, თანდართული ფაილის მიხედვით. თანხის გადახდის პირობები: მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. მომსახურების გაწევის ვადები: მომსახურების მიწოდების პერიოდი: 2026 წლის აგვისტო-ოქტომბერი. წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 5 აგვისტო. დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ, დოკუმენტაციის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითოთ "ტენდერი - საბავშვო ბაღების აღჭურვა". დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 551 222 370.