TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი

ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი

კრედო ბანკი თბილისი hr.ge ქართული
Posted Jul 02, 2026 11h ago apply by Jul 16, 2026

Job description

კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერის პოზიციაზე. დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი პოზიცია: ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი. კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში. ძირითადი მოვალეობები: პროგრამული პროდუქტის სპეციფიკაციების გარჩევა და ანალიზი ტექნიკური ამოცანის გარჩევა და ანალიზი ავტომატური ტესტ- ქეისების და ბაგ რეპორტების მომზადება პროგრამული პროდუქტის ხარისხზე და მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა ტესტირების პროცესში აღმოჩენილი ხარვეზების დაფიქსირება და პრიორიტეტების განსაზღვრა ტესტირების დოკუმენტაციის მომზადება (Test Case/Check Lists, Test Plan) ახალი პრაქტიკების გაცნობა და მათი გამოყენება პროგრამული პროდუქტის გასაუმჯობესებლად მჭიდრო კომუნიკაცია გუნდთან და პროექტში მონაწილე როლებთან პროექტთან დაკავშირებული საჭირო სკრიპტების მომზადება და გაშვება პროექტის ტესტირების ვადების კონტროლი და რისკების შეფასება მენტორობის გაწევა და ცოდნის გაზიარება გუნდის წევრებისთვის ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები და უნარები: ტესტირების პროცესების და მეთოდოლოგიების ცოდნა ავტომატურ ტესტირებაში 1+ წლიანი სამუშაო გამოცდილება კოდის ორგანიზება დიზაინ პატერნები API სერვისების ცოდნა SQL ცოდნა Postam ცოდნა Selenium ან Cypress ცოდნა Java ან JS საპროგრამო ენებიდან ერთ ერთის ცოდნა Zephyr Scale RestAssured with java რეპოზიტორთან მუშაობის გამოცდილება( Azure, GIT, GitLab) CI/CD პროცესების აწყობა და გამართვა სატესტო გარემოზე ბაგ რეპორტი და ხარვეზების იდენტიფიკაცია Allure-ს გამოყენებით დამოუკიდებლად მუშაობის უნარი ანალიტიკური აზროვნება ინგლისურად წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი ვაკანსიის დედლაინი 2026 წლის 16 ივლისი დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.