TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / თეთრეულის დამხმარე

თეთრეულის დამხმარე

Spark By Hilton Tbilisi Biography თბილისი hr.ge ქართული
Posted Jul 02, 2026 19h ago apply by Jul 31, 2026

Job description

სასტუმრო Spark By Hilton Tbilisi Biography აცხადებს ვაკანსიას თეთრეულის დამხმარის პოზიციაზე. სასტუმრო Biography არის თანამედროვე, 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო ორთაჭალაში, რომელიც მოიცავს 103 ნომერს და გამოირჩევა მაღალი სტანდარტებითა და სტუმრებზე ორიენტირებული მომსახურებით. ამ ეტაპზე ვეძებთ პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ თანამშრომელს თეთრეულის დამხმარის პოზიციაზე. სასტუმრო Biography სულ მალე გარდაიქმნება Spark by Hilton-ად (pre-opening ეტაპი), რაც თანამშრომლებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ გარემოსა და პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს შესთავაზებს. ძირითადი მოვალეობები: თეთრეულის შეგროვება, დახარისხება და შესაბამის განყოფილებებში გადანაწილება სუფთა თეთრეულის მომზადება და ნომრებში მიწოდება საწყობში თეთრეულის მოწესრიგება და მარაგების კონტროლში დახმარება სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა კანდიდატის მოთხოვნები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა გუნდური მუშაობის უნარი მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია სამუშაო პირობები: სამუშაო დრო: 09:00 – 18:00 (1 საათიანი შესვენებით); კვირაში 2 დასვენების დღე (მცოცავი) ჩვენ გთავაზობთ: კვებას სამუშაო დღის განმავლობაში სტაბილურ სამუშაო გარემოს პროფესიული განვითარების შესაძლებლობას საერთაშორისო ბრენდის ფარგლებში დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ან დაგვირეკეთ: +995 557914027