---
title: ტრანსპორტისა და მძღოლების მენეჯერი
description: საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია ეძებს ტრანსპორტისა და მძღოლების მენეჯერს . ვეძებთ პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს სატრანსპორტო პროცესების ეფექტურ მართვას, თანამშრომლებ
---

# ტრანსპორტისა და მძღოლების მენეჯერი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-10-09  
**Apply by:** 2026-11-09

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=759641)

## Job description

საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია ეძებს ტრანსპორტისა და მძღოლების მენეჯერს . ვეძებთ პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს სატრანსპორტო პროცესების ეფექტურ მართვას, თანამშრომლების კოორდინაციას და ოპერაციების შეუფერხებელ მიმდინარეობას. ძირითადი მოვალეობები: ** მძღოლების და სატრანსპორტო პროცესების ორგანიზება და კოორდინაცია; ** მძღოლების სამუშაო დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი; ** სატვირთო ავტომობილების მარშრუტების დაგეგმვა და სისტემაში ასახვა; ** პროდუქციის დროული მიწოდების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში სატვირთო ავტომობილების ოპერატიული ჩანაცვლება; ** ავტოპარკისა და სატვირთო ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი, გეგმური შეკეთებების დაგეგმვა და ქვეკონტრაქტორებთან კომუნიკაცია; ** მძღოლების სამუშაო გრაფიკებისა და შვებულებების დაგეგმვა, მუშაობის მონიტორინგი; ** მარშრუტების პერიოდული ოპტიმიზაცია და სატრანსპორტო რესურსების (საწვავი, საბურავები და ა.შ.) დაგეგმვა და ბიუჯეტირება; ** სატრანსპორტო ქვეკონტრაქტორების მოძიება, პირობების განხილვა და ტენდერების ორგანიზება; ** საწყობისა და ტრანსპორტის მიმართულებით KPI-ების ანგარიშგება და შესრულების მონიტორინგი; ** HACCP, GMP, QIP და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა; ** ხელმძღვანელობისთვის მიმდინარე პროცესების, პრობლემებისა და შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოთხოვნები: ** საწყობის, ლოჯისტიკის ან ავტოპარკის მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, სასურველია საკვები პროდუქტების სფეროში; ** საწყობის თანამშრომლებისა და მძღოლების მართვისა და სამუშაო პროცესების კოორდინაციის გამოცდილება; ** ავტოპარკისა და სატრანსპორტო პროცესების მართვის გამოცდილება; ** სასაწყობო და ლოჯისტიკური პროცესების ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა; ** ლიდერული უნარები და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office); ** სასაწყობო აღრიცხვის ან ლოჯისტიკურ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება. ჩვენ გთავაზობთ: ** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ყოველთვიურ საბონუსე სისტემას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კვების თანხას; ** სატელეფონო ლიმიტს; სამუშაო ადგილი: თბილისი, ლილო, ლოჭინის ხევი დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV - qqoreulashvili@gmail.com , სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%9B%E1%83%AB%E1%83%A6%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
