---
title: წარმოების და მარაგების ბუღალტერი
description: სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია შპს "ფაიბერსელ ტექნოლოჯის" აცხადებს ვაკანსიას წარმოების და მარაგების ბუღალტრის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი (გლდანი, თავისუფალი ეკონომიკური ზონა) სამუ
---

# წარმოების და მარაგების ბუღალტერი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-09-05  
**Apply by:** 2026-10-05

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=750422)

## Job description

სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია შპს "ფაიბერსელ ტექნოლოჯის" აცხადებს ვაკანსიას წარმოების და მარაგების ბუღალტრის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი (გლდანი, თავისუფალი ეკონომიკური ზონა) სამუშაო გრაფიკი: სრული (შაბათი-კვირა დასვენება) ძირითადი ფუნქციები: ** სასაქონლო მარაგების მიღება და ასახვა პროგრამაში; ** სასაქონლო მარაგების ნაშთების და შიდა გადაადგილების კონტროლი; ** საწყობის დოკუმენტაციის სიზუსტის კონტროლი (მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა დოკუმენტები); ** წარმოების პროცესის მონიტორინგი და პროდუქციის თვითღირებულების სწორი კალკულაცია; ** დამზადებული პროდუქციის ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების ასახვა; ** მენეჯმენტისთვის მარაგებისა და წარმოების სტატუსის პერიოდული ანგარიშგებები; ** საწყობების პერიოდულ ინვენტარიზაციებში მონაწილეობა (ყოველკვირეული და თვის ბოლოს); ** ინვენტარიზაციის შედეგების შედარება და სხვაობების ასახვა პროგრამაში ** დოკუმენტაციის დაარქივირება; ** მთავარი ბუღალტრის ასისტირება ფინანსური აუდიტის და საგადასახადო შემოწმების დროს; ** მთავარი ბუღალტრის სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** წარმოებაში ბუღალტრად მუშაობის 3-4 წლიანი გამოცდილება; ** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით; ** ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (პროგრამა "ბალანსის" ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება); ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; ** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა. პიროვნული თვისებები: ** სიზუსტე და ყურადღება დეტალებზე; ** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კომუნიკაციის ძლიერი უნარები შიდა დეპარტამენტებთან ეფექტური თანამშრომლობისთვის; ** დროის მართვის უნარი და პუნქტუალობა. რეზიუმე უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: bliadze@hotmail.com არაუგვიანეს 2026 წლის 5 ოქტომბერს , გთხოვთ Subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
