TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / წარმოების ინჟინერი

წარმოების ინჟინერი

ალფა პეტი მცხეთა ქართული
Posted Jul 15, 2026 1 day ago apply by Aug 13, 2026

Job description

„ალფა პეტი“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების ინჟინრის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა ნატახტარი, სოფ. მისაქციელი. დასაქმებულების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია. სამუშაო დრო ორშაბათი -პარასკევი: 09:00 საათიდან 17:30 საათამდე; შაბათი: 09:00 საათიდან 14:00 საათამდე. სარგებელი ჯანმრთელობის დაზღვევა; კვების თანადაფინანსება ფუნქცია-მოვალეობები საწარმოო პროცესების ტექნიკური მხარდაჭერა და წარმოების უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფაში მონაწილეობა; საწარმოო მოწყობილობებისა და დამხმარე სისტემების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი; მოწყობილობების მუშაობის პარამეტრების მონიტორინგი და ტექნოლოგიური პროცესის სტაბილურობის უზრუნველყოფა; ტექნოლოგიური პროცესის გაუმჯობესებისა და წარმოების ეფექტიანობის ზრდის ღონისძიებებში მონაწილეობა; მოწყობილობების გაუმართაობების მიზეზების ანალიზი და მათი აღმოფხვრის ღონისძიებების კოორდინაცია; გეგმურ-პროფილაქტიკური სარემონტო სამუშაოების დაგეგმვასა და შესრულების კონტროლში მონაწილეობა; ტექნიკური დოკუმენტაციის, ინსტრუქციებისა და სამუშაო პროცედურების მომზადება/განახლების პროცესში მონაწილეობა; მოწყობილობების მონტაჟის, გაშვების, გამართვისა და მოდერნიზაციის სამუშაოებში მონაწილეობა; სათადარიგო ნაწილების საჭიროების განსაზღვრა და ტექნიკური მარაგების დაგეგმვაში მონაწილეობა; წარმოების თანამშრომლების ტექნიკურ საკითხებზე მხარდაჭერა და საჭიროების შემთხვევაში კონსულტირება; ხარისხის, შრომის უსაფრთხოებისა და კომპანიის შიდა პროცედურების მოთხოვნების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები უმაღლესი ტექნიკური განათლება (მექანიკა, ელექტროინჟინერია ან მონათესავე მიმართულება); საწარმოო გარემოში ინჟინრად, ტექნიკოსად ან ტექნიკური მიმართულების სპეციალისტად მუშაობის გამოცდილება; საწარმოო მოწყობილობების მუშაობის პრინციპების ცოდნა; მექანიკის, ჰიდრავლიკის, პნევმატიკისა და ელექტროტექნიკის საბაზისო ცოდნა; ტექნიკური დოკუმენტაციისა და ნახაზების წაკითხვის უნარი; ტექნიკური პრობლემების ანალიზისა და გადაწყვეტილებების მოძიების უნარი; გეგმურ-პროფილაქტიკური მომსახურების პრინციპების ცოდნა; MS Office-ის ცოდნა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი. დეტალური პირობების გასაცნობად, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: https://alfa-pet.selfrecruit.ge/s/HFwwJ