TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / წარმოების ინჟინერი

წარმოების ინჟინერი

Go-Playgrounds Georgia ქართული
Posted Jul 23, 2026 1 day ago apply by Aug 23, 2026

Job description

შპს "გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი არის სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონების მწარმოებელი საწარმო. "გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი ეძებს გუნდის ახალ წევრს - წარმოების ინჟინრის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი , გაგარინის N 2 სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათიანი სამუშაო დროით. ძირითადი პასუხისმგებლობები: ** პროდუქციის მოსამზადებლად საჭირო შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის (საინჟინრო ტექნიკური და საპროექტო დოკუმენტაცია) მომზადება, მართვა და პროცესში ჩართული თანამშრომლებისთვის გადაცემა. ** პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ტექნიკური სპეციფიკაციების განსაზღვრა, შესაბამის საინჟინრო დოკუმენტაციაში გათვალისწინება და პროცესში ჩართული თანამშრომლებისთვის განაწილება. ფუნქცია-მოვალეობები: ** საინჟინრო მასალების მომზადება წარმოების შეკვეთებისთვის; ** სამუშაო ნახაზების დაგეგმვა; ** მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნება საინჟინრო დეპარტამენტთან ** კომპანიის საინჟინრო ცოდნის მართვა ** პასუხისმგებლობის აღება, კომპიუტერული ფორმატების განსაზღვრასა და შენარჩუნებაზე. ** საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური და პროფესიული მხარდაჭერა წარმოების განყოფილებისთვის; ** ყველა საინჟინრო ინფორმაციის შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა- ფაილების დოკუმენტირება და სწორად შენახვა. ** გაკონტროლება შესაბამისი შეკვეთის დეტალებსა და შესრულების გეგმებს შორის. ** წარმოების ეფექტური დაგეგმვა; ** სტანდარტული და კომბინირებული პროდუქტების საინჟინრო ინსპექტირების ჩატარება ** წარმოების პროცესში ჩართული ყველა პირისთვის, პროდუქტის ტექნიკური დეტალების გაცნობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება, არქიტექტორის, სამშენებლოს მიმართულებით; ** AutoCAD, SOLIDWORKS, ArchiCAD პროგრამების ცოდნა; ** სავალდებულოა ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** სასურველია, კანდიდატს ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება, მსგავს ან ანალოგიურ პოზიციაზე. პიროვნული უნარები: ** ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი ** გამართული კომუნიკაციის უნარი ** დეტალებზე ორიენტაციის უნარი ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** ლიდერობის უნარი ** თავდაჯერებულობა ** ორგანიზებულობა თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: [email protected] . გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - წარმოების ინჟინერი რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "გოუ-ფლეიგრაუნდსი"-მა დასაქმების მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება 1 წელი კომპანიის ბაზაში "გოუ-ფლეიგრაუნდსი" გისურვებთ წარმატებებს!