TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / წარმოების ხელმძღვანელი

წარმოების ხელმძღვანელი

სარეკლამო საწარმო თბილისი ქართული
Posted Jul 30, 2026 4 days ago apply by Aug 26, 2026

Job description

სარეკლამო საწარმო ეძებს წარმოების ხელმძღვანელს რომელიც პასუხისმგებელია გარე რეკლამის წარმოებისა და მონტაჟის პროცესების ეფექტიან დაგეგმვაზე, ტექნიკური გუნდების მართვასა და პროექტების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე. დაქვემდებარებაში ჰყავს 20-25 თანამშრომელი. ძირითადი მოვალეობები წარმოებისა და სამონტაჟო ჯგუფების ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა, მართვა და კოორდინაცია; პროექტების სპეციფიკის მიხედვით სამუშაოების დაგეგმვა და თანამშრომლების გადანაწილება; სამუშაოების ვადების განსაზღვრა, შესრულების პროცესის მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი; რთული და არასტანდარტული პროექტების დაგეგმვაში მონაწილეობა, ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავება და მათი განხორციელების შესაძლებლობის შეფასება; საწარმოში არსებული მანქანა-დანადგარების გამართული მუშაობის კონტროლი და ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში შესაბამისი სერვისის ან სპეციალისტების ჩართვის ორგანიზება; წარმოებაში გამოყენებული მასალების ხარჯვისა და ეფექტური გამოყენების კონტროლი; შესყიდვების დეპარტამენტთან კოორდინაცია პროექტებისთვის საჭირო მასალების დროული შესყიდვისა და მიწოდების უზრუნველსაყოფად; წარმოებისა და მონტაჟის პროცესში წარმოშობილი ტექნიკური და საორგანიზაციო პრობლემების ოპერატიულად გადაჭრა; წარმოებისა და მონტაჟის პროცესში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა, თანამშრომლების მიერ უსაფრთხოების წესების შესრულების კონტროლი და უსაფრთხო სამუშაო გარემოს ხელშეწყობა; პროექტებში ჩართული სხვადასხვა დეპარტამენტის საქმიანობის კოორდინაცია პროცესების შეუფერხებლად წარმართვის მიზნით; საკვალიფიკაციო მოთხოვნები ტექნიკური მენეჯერის, წარმოების ხელმძღვანელის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3-5 წლიანი გამოცდილება; გუნდის მართვისა და საწარმოო პროცესების ორგანიზების პრაქტიკული გამოცდილება; ტექნიკური ნახაზების კარგად წაკითხვის უნარი; საწარმოო პროცესების ცოდნა; ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; B კატეგორია მართვის მოწმობის ფლობა; Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა; ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას; საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას; პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას; ანაზღაურება-4000 ლარი (ნეტი) ჯანმრთელობის დაზღვევა სამუშაო პირობები სამუშაო გრაფიკი-სრული; სამუშაო ადგილი: თბილისი; ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: წარმოების ხელმძღვანელი