TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / წარმოების ოპერატორის დამხმარე

წარმოების ოპერატორის დამხმარე

გუდვილი თბილისი ქართული
Posted Jul 24, 2026 13h ago apply by Aug 21, 2026

Job description

\ "გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას. " გუდვილი " აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორის პოზიციაზე. გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს! ფუნქცია-მოვალეობები: წარმოების პროცესების სისტემატური ასახვა სააღრიცხვო პროგრამაში; მონაცემების დროული და ზუსტი ატვირთვა ელექტრონულ სისტემაში და პროდუქციის წარმოების ყველა ეტაპის დოკუმენტირება; დარბაზში გატანამდე პროდუქციის ორგანოლეპტიკური მახასიათებლების შეფასება (გემო, სუნი, ტექსტურა, ვიზუალური მხარე) და ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. ძირითადი მოთხოვნები: ანალიტიკური აზროვნება; ორგანიზებულობა და დისციპლინა; გუნდურად მუშაობის უნარი. ძირითადი მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. სამუშაო პირობები: გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში; ანაზღაურება: საათობრივი + ეფექტური საბონუსე სისტემა; ლოკაცია: დიღომი; ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ. ჩვენ გთავაზობთ: კარიერული განვითარების შესაძლებლობას; მოქნილ სამუშაო გრაფიკს; გუდვილის ფასდაკლების ბარათს; ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია; Fitpass ბარათს. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 200 712 გისურვებთ წარმატებას! ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/1ThKpl2d