TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / წარმოების სპეციალისტი

წარმოების სპეციალისტი

eliava-biopreparations Georgia ქართული
Posted Jul 24, 2026 1 day ago apply by Aug 24, 2026

Job description

ფარმაცევტული კომპანია "ელიავა ბიოპრეპარატები" აცხადებს ვაკანსიას წარმოების სპეციალისტის პოზიციაზე. ვაკანსიის ხანგრძლივობა: 24 ივლისი 2026 - 24 აგვისტო 2026 ქართული ბიო-ფარმაცევტული კომპანია "ელიავა ბიოპრეპარატები", მსოფლიოში ცნობილი "ელიავა კონსორციუმში" შემავალი კომპანიაა, რომელიც საქართველოში "ბაქტერიოფაგის" სახელით არის ცნობილი. ბაქტერიოფაგურ ტექნოლოგიაზე დაფუძნებით, ელიავა ბიოპრეპარატები იკვლევს, ანვითარებს და აწარმოებს მაღალეფექტურ ფაგურ პრეპარატებს, გამოყენების ფართო სპექტრით. კომპანია დაფუძნებულია, ბაქტერიოფაგების კვლევაში მსოფლიო ლიდერი სამეცნიერო ცენტრის, ელიავას ინსტიტუტის ბაზაზე და იყენებს ინსტიტუტში 1923 წლიდან არსებულ უწყვეტ ცოდნასა და გამოცდილებას. დამატებითი ინფორმაცია კომპანიისა და მისი პროდუქტების შესახებ გთხოვთ იხილოთ ვებგვერდზე: www.phage.ge ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** საწარმოო პროცესში დაკისრებული მოვალეობების შესრულება; ** ფარმაცევტული პროდუქტების წარმოება, მათ შორის ასეპტიკურ პირობებში; ** წარმოების პროცესის წარმართვა ხარისხის სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში; ** საწარმოო პროცესის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება წარმოების გუნდთან ერთად. ** წარმოებაში არსებულ მანქანა დანადგარების მართვა და მათზე მუშაობა; ** საწარმოო დანადგარების ხარისხიანი და დროული მომსახურება; ** საწამოო პროცესის დოკუმენტირება; ** ხელმძღვანელის მიერ დავალებული ამოცანების შესრულება; ** კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლება - საშუალო (უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად); ** წარმოებაში მუშაობის გამოცდილება (ფარმაცევტულ სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); ** დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება; ** კომპიუტერთან მუშაობის საბაზო უნარები; ** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად). პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ორგანიზებულობა და პუნქტუალობა; ** შრომისმოყვარეობა; ** დისციპლინირებულობა; ** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** სიახლეების ათვისების უნარი. შემოთავაზებული პირობები: ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** მეგობრული და მაღალპროფესიონალური სამუშაო გარემო; ** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა; სამუშაო ადგილი: თბილისი, გოთუას ქუჩა #3 დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტის მისამართზე: [email protected] . წერილის სათაურში (subject) გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება "წარმოების სპეციალისტი".