TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / წარმოების თანამშრომელი

წარმოების თანამშრომელი

ug-lubricants Georgia ქართული
Posted Jul 24, 2026 13h ago apply by Aug 24, 2026

Job description

" UG Lubricants " აცხადებს ვაკანსიას წარმოების თანამშრომლის პოზიციაზე. კომპანიის აღწერა: UG Lubricants არის ქართული საწარმოო კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია საავტომობილო და სამრეწველო სექტორისთვის განკუთვნილი საპოხი მასალების, ზეთებისა და ტექნიკური სითხეების წარმოებაში. კომპანია ფლობს თანამედროვე საწარმოო ქარხანას, რომელიც მდებარეობს ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, და მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, მორგებულს სხვადასხვა ინდუსტრიის მოთხოვნებსა და საჭიროებებზე. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია გრძელვადიანი და ურთიერთსასარგებლო პარტნიორული ურთიერთობების განვითარება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, რაც კომპანიის მდგრადი ზრდისა და წარმატების საფუძველს წარმოადგენს. დასაქმების ტიპი: ** სამუშაო გრაფიკი/ფორმატი: სრული, ოფისში მუშაობა (ქუთაისი) ** სამუშაო საათები: 09:00-18:00 ანაზღაურება განისაზღვრება აპლიკანტისა და დამსაქმებლის მიერ შეთანხმებით მიღწეული გადაწყვეტილების საფუძველზე ფუნქცია-მოვალეობები: ** საწარმოო პროცესში უშუალო მონაწილეობა (ზეთებისა და საცხების შერევა, ჩამოსხმა, შეფუთვა და მარკირება) ** საწარმოო ხაზის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და ტექნოლოგიური პროცესის დაცვა ** ნედლეულის, ნახევარფაბრიკატისა და მზა პროდუქციის სწორი გამოყენება და გადაადგილება საწარმოში ** პროდუქციის ხარისხის პირველადი ვიზუალური კონტროლი და ხარვეზების დაფიქსირება ** ლაბორატორიასთან და ტექნოლოგთან კოორდინაცია პროდუქციის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ** საწარმოო მოწყობილობების, დანადგარებისა და ინვენტარის სწორად გამოყენება და გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება ** ტექნოლოგიური ინსტრუქციებისა და შიდა რეგულაციების დაცვა ** შრომის უსაფრთხოების, ჰიგიენისა და გარემოს დაცვის ნორმების მკაცრი დაცვა ** საწარმოო პროცესთან დაკავშირებული მონაცემების აღრიცხვა (საჭიროების შემთხვევაში) ** საწყობთან კოორდინაცია ნედლეულის მიღებასა და მზა პროდუქციის გადაცემის პროცესში ** წარმოების პროცესში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა სამუშაო სივრცეში საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** სასურველია საშუალო ან პროფესიული განათლება (ტექნიკური/ქიმიური მიმართულება ჩაითვლება უპირატესობად) ** მსგავს საწარმოო პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ** ფიზიკური დატვირთვის პირობებში მუშაობის მზადყოფნა ** გუნდში მუშაობის უნარი და დისციპლინირებულობა ** შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა ** ინსტრუქციების სწორად აღქმისა და შესრულების უნარი ** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად ბენეფიტები: ** სამედიცინო დაზღვევა ** თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობა ** სტაბილური სამუშაო გარემო და დაგეგმილი სამუშაო პროცესი ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა ** სტაბილური საწარმოო კომპანია გრძელვადიანი განვითარების გეგმებით შენიშვნა წინამდებარე ვაკანსიის მიზნებისთვის, თქვენ მიერ CV-ის წარდგენა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების შპს "UG Lubricants"-ისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "უჯ ლუბრიკანტს"-ის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით და დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "უჯ ლუბრიკანტს"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს "უჯ ლუბრიკანტს"-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: [email protected] Subject-ში მიუთითეთ ვაკანსია, რომელზე საკონკურსოდაც აგზავნით თქვენს რეზიუმეს. სხვა შემთხვევაში რეზიუმე არ გადაირჩევა. ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 551 62 75 51