TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / წარმოების ცვლის უფროსი

წარმოების ცვლის უფროსი

კამპა Georgia ქართული
Posted Jul 27, 2026 12h ago apply by Aug 22, 2026

Job description

"კამპა" საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სასმელების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ადგილობრივი წვენების ბაზრის 30 %ს ფლობს. "კამპას" სასმელი 15 ზე მეტ საექსპორტო ქვეყანაში გადის და საერთაშორისო ბაზარზე წარმატებით აგრძელებს განვითარებას. "კამპაში" გვჯერა, რომ კომპანიის მთავარი მამოძრავებელი ძალა თანამშრომელია. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ შევქმნათ გარემო, სადაც ფასდება ინიციატივა, გუნდურობა, პასუხისმგბელობა და პროფესიული ზრდის მოტივაცია. თუ ეძებთ სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პროფესიული ზრდი შესაძლებლობის მქონე კომპანიას დასაქმებისთვის, გელოდებით ჩვენს გუნდში. "კამპა" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ცვლის უფროსის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: საგურამო (ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია კომპანიის მხრიდან კონკრეტული ლოკაციებიდან). სამუშაო დრო: სრული, ცვლებში ფუნქცია-მოვალეობები: ** ცვლის ორგანიზება და თანამშრომლების გადანაწილება; ** წარმოების გეგმის შესრულების კონტროლი; ** ტექნოლოგიური პროცესების, Tetra Pak-ის ხაზების, Sramli-ის ხაზების, ბლენდინგისა და პასტერიზაციის პროცესების კონტროლი; ** ხარისხისა და HACCP/GMP-ის მოთხოვნების დაცვა; ** დანადგარების გაუმართაობაზე დროული რეაგირება; ** ნედლეულისა და შესაფუთი მასალების კონტროლი; ** დანაკარგებისა და გაჩერებების აღრიცხვა; ** ცვლის ანგარიშის მომზადება; ** უსაფრთხოების, ჰიგიენისა და CIP პროცესების კონტროლი; ** მომდევნო ცვლისთვის ინფორმაციის სრულად გადაცემა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია პროფესიული ან უმაღლესი განათლება; ** სასურველია წარმოებაში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება. სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირება; ** პუნქტუალურობა; ** გუნდის მართვის უნარი; ** უკუკავშირის მიღებისა და გაცემის უნარი. დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2026 წლის 22 აგვისტომდე , შემდეგ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "კამპამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენი რეზიუმე ასევე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ პოზიციაზე და შესაძლოა შეინახოს ერთწლიანი ვადით.