წარმოების ცვლის უფროსი
Job description
შპს " მინერალი " 2012 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და არის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, რომელიც აწარმოებს ინერტულ მასალას. ჩვენი მისიაა - ვიყოთ შეუცვლელი პარტნიორი სამშენებლო სექტორისთვის მათზე მორგებული, დახვეწილი და კომფორტული ტექნოლოგიური სერვისებით. შპს "მინერალის" წარმოებაში ვეძებთ ცვლის უფროსს და გთავაზობთ გუნდურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს. ანაზღაურება: ხელზე ასაღები 2000 ლარი სამუშაო საათები: ცვლების მიხედვით (08:00-17:00; 17:00-01:00) მისამართი: თბილისთან ახლოს, მარტყოფის რაიონი, სოფელი სააკაძე. ძირითადი ფუნქციები: ** წარმოების თანამშრომლებისთვის დღის სამუშაო გეგმის გაცნობა ** ცვლაში მომუშავე თანამშრომლებისთვის კონკრეტული დავალებების გადანაწილება და მონიტორინგი ** პროდუქციის მარაგების აღრიცხვა და კონტროლი უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით ** ცვლაში წარმოების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა ** საწვავის მიღება, გაცემა და ნაშთის კონტროლი ** ადმინისტრაციული დოკუმენტბრუნვის წარმოება ** შეფერხებებისა და ავარიული სიტუაციის დროს სწრაფი რეაგირება შეფერხების აღმოფხვრის მიზნით ** სახარჯი მასალების საწყობში მიღების აღრიცხვა/კონტროლი ცვლის შესაბამისად ** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება ** შრომის უსაფრთხოების დადგენილი წესების შესრულების კონტროლი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მენეჯერული გამოცდილება ** ადმინისტრაციული და ორგანიზაციული უნარ-ჩვევები ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** დეტალებზე ორიენტირებულობა ** პუნქტუალობა ჩვენ გთავაზობთ: ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას ** მეგობრულ გარემოს ** სტაბილურ სამუშაოს ** სიცოცხლის დაზღვევას ** ჯანმრთელობის დაზღვევას ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე: [email protected] გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას, შპს "მინერალმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემები შეინახოს და, თავსებადობის შემთხვევაში, განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.