წარმოების უფროსი
Job description
მრავალწლიანი გამოცდილების პურ-პროდუქტების კომპანია "იფქლი დიღომი" ერთ-ერთ საწარმოში აცხადებს ვაკანსიას წარმოების უფროსის თანამდებობაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაშლიჯვარი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** წარმოების პროცესების ორგანიზება, პერსონალის სამუშაოს ორგანიზება და ხარისხიანი შესრულების კონტროლი; ** წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის, მასალების, ინგრედიენტებისა და შესაფუთი მასალების შესყიდვებზე განაცხადის დროული მომზადება; ** დანადგარების გამართულად მუშაობის კონტროლი და ნებისმიერი ხარვეზის შემთხვევაში საკითხის დროული მოგვარების უზრუნველყოფა; ** ნაშთების მართვა და შესაბამისი აღრიცხვების წარმოება; ** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და საქმის ეფექტურად გადანაწილება; ** ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა (HACCP). საკვალიფიკაციო მოთხოვნები ** უმაღლესი განათლება ** მინიმუმ 3 წელი მუშაობის გამოცდილება საწარმოო პროცესების მართვის მიმართულებით ** გუნდის მართვის გამოცდილება ** შედეგებზე ორიენტირება ანაზღაურება შეთანხმებით, კვალიფიკაციის შესაბამისად თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: [email protected] , და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება