ცენტრალური საწყობის დამხმარე თანამშრომელი
Job description
სკანდინავიური ბრენდი " JYSK " არის საერთაშორისო საცალო სავაჭრო ქსელი, რომელიც ოპერირებს "ყველაფერი სახლისთვის" პრინციპით. დღეს "JYSK" მოიცავს 3300-ზე მეტ მაღაზიას 48 ქვეყანაში. "JYSK"-ს აქვს ყოველთვის საუკეთესო შეთავაზება და კომპეტენტური სერვისი. "JYSK" აცხადებს ვაკანსიას ცენტრალური საწყობის დამხმარე თანამშრომლის პოზიციაზე ქ. თბილისში. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილო სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, 2 დღე დასვენება ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი ბენეფიტები: ტრანსპორტირება, კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა ფუნქცია-მოვალეობები: ** პროდუქციის მიღება, დაცლა, დასაწყობება ** მიღებული პროდუქციის განსაზღვრულ სექციებში დალაგება კატეგორიების მიხედვით ** სავაჭრო თაროებზე განსათავსებელი პროდუქციის უწყვეტობის უზრუნველყოფა, მითითებული დავალებების მიხედვით ** სატრანსპორტო საშუალებების პროდუქციით დატვირთვა, მისი გადაადგილების შემთხვევაში ** რეალიზებული პროდუქციის სასურველ ადგილამდე მიტანის უზრუნველყოფა (მოთხოვნისა და მიღებული დავალების შესაბამისად) ** მომხმარებელთან ადგილზე მიტანილი პროდუქციის სატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოტვირთვა და მოთხოვნილ ლოკაციამდე მიტანა ** ჩამოწერილი პროდუქციის შესაბამის ადგილზე დასაწყობება საჭირო უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის გრძნობა ** დეტალებზე ორიენტაციის უნარი ** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი ** გუნდურად მუშაობის უნარი ჩვენ გთავაზობთ: ** კვებას ** ტრანსპორტირებას ** ჯანმრთელობის დაზღვევას დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "JYSK" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. გისურვებთ წარმატებას!