TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / წინასასკოლო მოსამზადებელი პროგრამის ძირითადი მასწავლებელი

წინასასკოლო მოსამზადებელი პროგრამის ძირითადი მასწავლებელი

მწვანე სკოლა Georgia ქართული
Posted Jul 06, 2026 1 day ago apply by Aug 06, 2026

Job description

" მწვანე სკოლის " ტყის კამპუსი აცხადებს კანდიდატების შერჩევას წინასასკოლო მოსამზადებელი პროგრამის ძირითადი მასწავლებლის პოზიციაზე. სამუშაოს აღწერა: ძირითადი მასწავლებელი პასუხისმგებელია 5-6 წლის ასაკის ბავშვების წინასასკოლო პროგრამის დაგეგმვასა და განხორციელებაზე. თუ გიყვართ ბავშვების გარემოცვაში ყოფნა და ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ მათთვის შემეცნებითი და შთამაგონებელი გარემო შექმნათ, შემოგვიერთდით მწვანე სკოლის ტყის კამპუსში. მთავარი პასუხისმგებლობები: ** ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობების დაგეგმვა და წარმართვა; ** საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება ტყის სივრცეში; ** ბავშვების სოციალური, ემოციური და კოგნიტიური განვითარების მხარდაჭერა; ** მშობლებთან აქტიური და პოზიტიური კომუნიკაცია; ** ბავშვების ფიზიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა; ** საგაკვეთილო რესურსების (ხელსაწყოების, მასალების) შერჩევა და გამოყენება გარემოსდაცვითი და შემოქმედებითი მიდგომებით; ** პროფესიული განვითარების პროცესებში მონაწილეობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სკოლამდელი ან დაწყებითი განათლების პედაგოგიკის ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად. ** გამოცდილება ბავშვებთან მუშაობის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად. ** ინტერესი და მოტივაცია ალტერნატიული/ინოვაციური საგანმანათლებლო მიდგომების მიმართ (ტყის სკოლა, მონტესორი, ვალდორფი ან რეჯიო ემილიას პრინციპები); ** დამოუკიდებელი კლასის მართვის უნარი; ** მაღალი ემპათია, მოთმინება და კრეატიულობა; ** გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი; ** ძალიან კარგი კომუნიკაცია ბავშვებთან, მშობლებთან და გუნდთან; ** სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა; ** ბუნებაში მუშაობის მოტივაცია და მზადყოფნა - სხვადასხვა ამინდის პირობებში. რას გთავაზობთ: ** ინოვაციური და შთამაგონებელი სამუშაო გარემო ბუნებაში; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობები - ტრენინგები და პრაქტიკა თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებზე; ** მეგობრული და ღირებულებებზე დაფუძნებული გუნდი; ** მოქნილი, ბავშვზე მორგებული სასწავლო გარემოს შექმნის შესაძლებლობა; ** კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: [email protected]