TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ციფრული გაყიდვებისა და მარკეტინგის თიმ ლიდერი

ციფრული გაყიდვებისა და მარკეტინგის თიმ ლიდერი

unison Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 03, 2026 1 day ago apply by Aug 03, 2026

Job description

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" 2011 წლიდან ზრუნავს ადამიანებისა და ბიზნესების ფინანსურ უსაფრთხოებაზე. წლების განმავლობაში ჩვენ ჩამოვყალიბდით ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად, რომელსაც მომხმარებლები ენდობიან პროფესიონალიზმის, ინოვაციური მიდგომებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გამო. ჩვენ მუდმივად ვავითარებთ პროდუქტებსა და სერვისებს, ვნერგავთ თანამედროვე ციფრულ გადაწყვეტილებებს და ვქმნით საუკეთესო გამოცდილებას ჩვენი მომხმარებლებისთვის. თუ გსურთ იმუშაოთ გარემოში, სადაც ფასდება ინიციატივა, პროფესიული განვითარება და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა, შემოუერთდით "უნისონის" გუნდს. სადაზღვევო კომპანია "უნისონი " აცხადებს ვაკანსიას ციფრული გაყიდვებისა და მარკეტინგის თიმ ლიდერს პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** მარკეტინგისა და ციფრული გაყიდვების დეპარტამენტის სტრატეგიული ხელმძღვანელობა და განვითარება; ** დეპარტამენტის წლიური და კვარტალური გეგმების, პრიორიტეტებისა და ბიუჯეტის დაგეგმვა, რესურსების ეფექტიანი განაწილება და ROI-ის კონტროლი; ** დეპარტამენტის KPI-ების განსაზღვრა, შესრულების მონიტორინგი, ანალიტიკის მართვა და მენეჯმენტისთვის რეგულარული ანგარიშგების მომზადება; ** მარკეტინგის, ციფრული მარკეტინგის, E-commerce-ის, CRM-ის, პროდუქტების განვითარების, კონტენტისა და დიზაინის მიმართულებების კოორდინაცია და ზედამხედველობა; ** E-commerce მიმართულების მართვა, მათ შორის ონლაინ გაყიდვების პროცესების, მომხმარებელთა ციფრული გამოცდილების, CRM პროცესებისა და ონლაინ კონვერტაციის შედეგების კონტროლი; ** მარკეტინგული და კომერციული მონაცემების ანალიზი, მომხმარებლის მოზიდვის, გაყიდვების პროცესისა და კონვერტაციის მაჩვენებლების მონიტორინგი, შედეგების შეფასება და გაუმჯობესების ინიციატივების შემუშავება. ** კომპანიის ბრენდის სტრატეგიის, პოზიციონირების, საკომუნიკაციო პოლიტიკისა და რეპუტაციის მართვა; ** მარკეტინგული, ბრენდული და კომერციული კამპანიების ინიცირება, დამტკიცება, შესრულების ზედამხედველობა და შედეგების შეფასება; ** ვებ-გვერდისა და ციფრული პლატფორმების განვითარების, მომხმარებლის გამოცდილების (UX/CX) და ციფრული სერვისების გაუმჯობესების ზედამხედველობა; ** ახალი პროდუქტებისა და სერვისების შექმნის, ბაზარზე დანერგვისა და კომერციული გაშვების პროცესების კოორდინაცია.ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა ქცევის მუდმივი ანალიზი და შესაბამისი განვითარების ინიციატივების წარდგენა; ** სააგენტოებთან, გარე მომწოდებლებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის მართვა, მომსახურების ხარისხისა და KPI-ების კონტროლი; ** მარკეტინგული პროცესების, SOP-ების, ბრიფების, შაბლონებისა და დეპარტამენტის სამუშაო სტანდარტების განვითარება; ** დეპარტამენტის თანამშრომლების ხელმძღვანელობა, განვითარება, შეფასება. ** შიდა დეპარტამენტებთან ეფექტური კოორდინაცია, მარკეტინგული მოთხოვნების პრიორიტეტიზაცია და შესრულების კონტროლი; ** კრიზისული კომუნიკაციების, ბრენდის რეპუტაციისა და ბიზნესის უწყვეტობის პროცესების ზედამხედველობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები ** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მონათესავე მიმართულებით; ** მარკეტინგის, ციფრული მარკეტინგის, E-commerce-ის ან პროდუქტების განვითარების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის მინიმუმ 2 წელი ხელმძღვანელ პოზიციაზე; ** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების პრაქტიკული გამოცდილება; ** მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება; ** Google Analytics (GA4), Google Ads, Meta Ads Manager და სხვა ციფრული მარკეტინგის პლატფორმების პრაქტიკული ცოდნა; ** SEO/SEM, Performance Marketing-ის, CRM-ისა და Lead Generation-ის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** მარკეტინგული და კომერციული მონაცემების ანალიზის, KPI-ების მონიტორინგისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების გამოცდილება; ** E-commerce პლატფორმებისა და ონლაინ გაყიდვების პროცესების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ინგლისური ენის ცოდნა (არანაკლებ B2 დონე) ჩაითვლება უპირატესობად. აუცილებელი უნარები: ** ლიდერული და გუნდის მართვის ძლიერი უნარები; ** სტრატეგიული, ბიზნეს და ანალიტიკური აზროვნება; ** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი; ** ძლიერი კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარები; ** პროექტებისა და მრავალფუნქციური გუნდების ეფექტურად მართვის გამოცდილება; ** შედეგზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ცვლილებების მართვისა და ინოვაციების დანერგვის გამოცდილება; ** დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი. ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ციფრული გაყიდვებისა და მარკეტინგის თიმ ლიდერი დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს. "უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას! გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პესრონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში. რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.