TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / Manager / ციფრული მარკეტინგის მენეჯერი

ციფრული მარკეტინგის მენეჯერი

აგრონოვა • AgroNova Tbilisi, Georgia LinkedIn
Posted Jul 03, 2026 11h ago

Job description

შპს "აგრონოვა" (AgroNova) აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე. თუ გაქვს გამოცდილება ციფრულ მარკეტინგში, კარგად ერკვევი სოციალურ მედიაში და გიყვარს შედეგებზე ორიენტირებული მუშაობა, შემოგვიერთდი. ძირითადი მოვალეობები: ** სოციალური მედიის არხების მართვა და განვითარება; ** კონტენტის დაგეგმვა და შესრულება; ** მარტივი ვიდეოების გადაღება/მონტაჟი სოციალური მედიისთვის; ** Meta (Facebook/Instagram) რეკლამების შექმნა, მართვა და ოპტიმიზაცია; ** Meta Pixel-ისა და Conversion Tracking-ის მონიტორინგი; ** Shopify პლატფორმის მართვა; ** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი; ** ყოველთვიური რეპორტინგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** Shopify-ის პრაქტიკული ცოდნა; ** Meta Ads Manager-ისა და Pixel-ის ცოდნა; ** სოციალური მედიის მართვის გამოცდილება; ** ფოტო/ვიდეო გადაღებისა და მონტაჟის უნარები სასურველია; ** Google Analytics-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა. რას გთავაზობთ: ** გარემოს, სადაც თქვენი იდეები ფასდება, ისმის და რეალურად აისახება გადაწყვეტილებებში; ** თავისუფლებას ახალი ინიციატივების განხორციელებისა და საკუთარი ხედვების გამოსაცდელად; ** მუდმივი სწავლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას; ** შესაძლებლობას, რომ თქვენი ცოდნა და გამოცდილება ყოველდღიურად გააფართოოთ და ახალი უნარები შეიძინოთ. ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** საქმისთვის საჭირო ინვენტარი ** კონკურენტულ ანაზღაურებას (გამოცდილების შესაბამისად). სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა 130 სამუშაო განაკვეთი: სრული დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV და პორტფოლიო (არსებობის შემთხვევაში) ელ. ფოსტაზე: [email protected] . სათაურის ველში მიუთითეთ: ციფრული მარკეტინგის მენეჯერი. აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმესა და სხვა თანდართული ინფორმაციის) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია "Agronova"-მ საქართველოს კანონის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" მოთხოვნების შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები კანდიდატის შერჩევისა და დასაქმების პროცესის წარმართვის მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები დაცული იქნება კონფიდენციალურად და გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნებისთვის. მონაცემები შეინახება ვაკანსიის დახურვიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით, რის შემდეგაც წაიშლება ან განადგურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუ მათი შენახვის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ იარსებებს. პერსონალური მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან თქვენი წინასწარი თანხმობის საფუძველზე.