ციფრული მარკეტინგის/სოციალური მედიის მენეჯერი
Job description
შპს " ლაინ-მედია " აცხადებს ვაკანსიას გამოცდილ Digital Marketing / Social Media Manager -ს, რომელიც სრულად გადაიბარებს კომპანიის ინტერნეტ სივრცეს და დამოუკიდებლად უზრუნველყოფს ყველა ციფრული პროცესის მართვას. ის პასუხისმგებელი იქნება კომპანიის ონლაინ პლატფორმების სრულყოფილად მართვაზე, ტექსტური თუ ვიზუალური კონტენტის დამოუკიდებლად შექმნასა და ბრენდის ციფრულ განვითარებაზე. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის ყველა ციფრული არხისა და ონლაინ პლატფორმის სრულად მართვა (Facebook, Instagram კორპორატიული საიტი და სხვა) ** ციფრული სტრატეგიის დამოუკიდებლად შემუშავება და განხორციელება ** პოსტების დაგეგმვა და გამოქვეყნება ** ვიზუალური კონტენტის შექმნა (პოსტერები, ბანერები, ქავერები და სხვა დიზაინერული მასალები) ** ვებგვერდისთვის კონტენტის მომზადება ** ბრენდის ვიზუალური სტილის დაცვა და განვითარება ** ონლაინ კომუნიკაციის მართვა და სხვა დაკავშირებული მოვალეობების შესრულება მოთხოვნები: ** მყარი გამოცდილება Digital Marketing ან Social Media Management მიმართულებით ** Adobe-ის პროგრამების ცოდნა (Illustrator, InDesign, Premiere Pro და სხვა) ** კომპანიის ციფრული სივრცის დამოუკიდებლად მართვისა და ლიდერობის უნარი ** კონტენტის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი ** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და კრეატიული აზროვნება უპირატესობა: ** SEO ცოდნა ** ვებგვერდებთან მუშაობის გამოცდილება ** სამართლებრივ ან პროფესიულ სფეროში მუშაობის გამოცდილება სამუშაო პირობები: ** სამუშაო გრაფიკი: სრული ** დასვენების დღეები: შაბათი-კვირა ** ანაზღაურება: შეთანხმებით წარსადგენი დოკუმენტაცია: კანდიდატის ინფორმაცია ფოტოსურათთან ერთად (აუცილებლად) გამოაგზავნეთ ელ ფოსტაზე: [email protected] გისურვებთ წარმატებას.