---
title: ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი/ტარგეტოლოგი
description: ავეჯის იმპორტიორი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის/ტარგეტოლოგის პოზიციაზე სრულ განაკვეთზე, ოფისში მუშაობის პერსპექტივით (ლოკაცია: დიდუბე). ჩვენ შემოგვაქვს ევროპული სტანდარტ
---

# ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი/ტარგეტოლოგი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-11-03  
**Apply by:** 2026-12-03

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=765528)

## Job description

ავეჯის იმპორტიორი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის სპეციალისტის/ტარგეტოლოგის პოზიციაზე სრულ განაკვეთზე, ოფისში მუშაობის პერსპექტივით (ლოკაცია: დიდუბე). ჩვენ შემოგვაქვს ევროპული სტანდარტების რბილი და კორპუსის ავეჯი. ვეძებთ ენერგიულ, შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც დაგვეხმარება ონლაინ გაყიდვების ზრდასა და სარეკლამო ბიუჯეტის ეფექტურად მართვაში. სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 5 დღე) ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების მიხედვით. ძირითადი მოვალეობები: ** სარეკლამო კამპანიების მართვა: Meta Ads (Facebook, Instagram) და Google Ads პლატფორმებზე რეკლამების დაგეგმვა, აწყობა, გაშვება და ოპტიმიზაცია. ** მონაცემთა ანალიზი: Meta Pixel-ის, Custom Audiences-ისა და Retargeting კამპანიების გამართვა/მონიტორინგი კომპანიის საიტისთვის. ** კონტენტის შექმნა: შოურუმსა და საწყობში არსებული ავეჯის ბაზაზე ყოველდღიური ვიზუალური კონტენტის (ფოტო, მოკლე ვიდეოები/Reels/TikTok) მომზადება (სმარტფონით) და სარეკლამო კრეატივების შექმნა. ** ლოკალური მარკეტინგი: გეოგრაფიული თარგეთინგის (Geofencing) ეფექტური გამოყენება შოურუმის ლოკაციაზე ტრაფიკის მოსაზიდად. ** რეპორტინგი: ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების მომზადება დახარჯული ბიუჯეტის, კონვერტაციების (ROAS, CPA) და გაყიდვების შედეგების მიხედვით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ციფრულ მარკეტინგში (უპირატესობად ჩაითვლება E-commerce ან ავეჯის/ინტერიერის სფეროში მუშაობის გამოცდილება). ** Meta Ads Manager-ის სიღრმისეული ცოდნა (Pixel, Lookalike, Dynamic Catalog Ads, Conversion Campaigns). ** Google Ads-ის ბაზისური ან საშუალო დონის ცოდნა (Search, Performance Max კამპანიები). ** მობილურით ფოტოს/ვიდეოს გადაღების და მარტივი ედითინგის უნარები (CapCut, Canva ან მსგავსი პროგრამები). ** მონაცემების ანალიზისა და ბიუჯეტის ოპტიმიზაციის უნარი (ROI-ზე ორიენტირებულობა). რას გთავაზობთ ჩვენ: ** კომფორტულ სამუშაო გარემოსა და საკუთარ სამუშაო ადგილს (ტექნიკით უზრუნველყოფას). ** სტაბილურ ყოველთვიურ ანაზღაურებას (კვალიფიკაციის მიხედვით) + ბონუსებს რეალური გაყიდვების შედეგებიდან გამომდინარე. ** მზა, გამართულ ვებსაიტს და მკაფიო მარკეტინგულ უპირატესობას, რაც აადვილებს გაყიდვების პროცესს. ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას. დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV მეილზე: zchabukiani@gmail.com და subject-ში დაწერეთ ვაკანსიის დასახელება, ან სამუშაო დროს (10:00-18:00 სთ) დარეკეთ ნომერზე 595077011

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%98%2F%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
