TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ციცხვიანი ავტომტვირთავის მძღოლი

ციცხვიანი ავტომტვირთავის მძღოლი

ჰანიველ ცემენტი კასპი hr.ge ქართული
Posted Jul 02, 2026 19h ago apply by Jul 31, 2026

Job description

ჰანიველ ცემენტი საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წამყვან ბრენდს წარმოადგენს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში და რუსთავში ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში. ჰანიველ ცემენტი კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში. ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა. ამჟამად ჰანიველ ცემენტი ბეტონის 15 ქარხანას ითვლის. ჰანიველ ცემენტი აცხადებს ვაკანსიას კასპის ცემენტის ქარხანაში ციცხვიანი ავტომტვირთავის მძღოლის პოზიციაზე. სამუშაო ლოკაცია: კასპი, ფარნავაზის ქუჩა N2 სამუშაო გრაფიკი: ცვლაში სამუშაო, კვირაში არა უმეტეს 40 საათისა. ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1 ძირითადი მოვალეობები: ქარხანაში შიდა გადაზითვი სამუშაოების წარმოება (ცემენტის ტომრების, ხის პადონების და ნარჩენების დროული გატანა); ქარხანაში შემოსული ტვირთების (ვაგონების) დაცლა-დატვირთვა; ნედლეულის, ნახშირების, კლინკერის გადაზიდვა შესაბამის საამქროებში, მოთხოვნისამებრ; ავტომტვირთავის გამართულ მდგომარეოაბაში მიღება-ჩაბარება; კომპანიის სამუშაო ტერიტორიაზე არსებული და მოქმედი შრომის უსაფრთხოების წესებისა და რეგულაციების დაცვა; სასურველია გქონდეთ: ავტომტვირთავზე (ციცხვიანი) მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება; მართვის მოწმობა S კატეგორია; მძიმე ტექნიკის პირველადი ტექნიკური გამართვისა და დიაგნოსტიკის საბაზისო ცოდნა; სწრაფად სწავლისა და ახალ ტექნიკურ სისტემებთან ადაპტაციის უნარი; პასუხისმგებლიანი; ორგანიზებულობა; გუნდური მუშაობა; პასუხისმგებლობის გრძნობა; ჰანიველ ცემენტში თანამშრომლებზე ზრუნვა რეალური ფასეულობაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდის თითოეულმა წევრმა იგრძნოს სტაბილურობა, მხარდაჭერა და ჰქონდეს განვითარების მუდმივი შესაძლებლობა.ამ მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ბენეფიტების სისტემა, რომელიც მოიცავს: ჯანმრთელობისა და სიცოცხლის პრემიუმ დაზღვევას საუკეთესო პირობებით ყველა თანამშრომლისთვის კვების უზრუნველყოფას სრულად ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას ორივე მშობლისთვის ფინანსურ მხარდაჭერას ბავშვის შეძენის შემთხვევაში უფასო სასაუბრო დროს და ინტერნეტს დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: [email protected] (ასევე, შეგიძლიათ შეავსოთ და გამოგვიგზავნოთ თანდართული სააპლიკაციო ფორმა). გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ციცხვიანი ავტომტვირთავის მძღოლი (კასპი) გისურვებთ წარმატებას! თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ჰანიველ ცემენტისთვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, ჰანიველ ცემენტის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები, უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოიგზავნა განაცხადი, შესაძლოა შენახული და გამოყენებული იქნას თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს ჰანიველ ცემენტმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით. ჰანიველ ცემენტი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც წინასახელშეკრულებო (მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე), ისე, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.