---
title: წყლისა და წყალარინების სისტემების ტექნიკური ექსპერტი at ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო
description: "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო" (ეეცს) აცხადებს "სადემონსტრაციო პროექტი მდგრადობისთვის - კლიმატ-გონივრული წყალმომარაგების, სანიტარიისა და ენერგიის გადაწყვეტილებები საქართველოს საბავშვო ბაღებისთვ
---

# წყლისა და წყალარინების სისტემების ტექნიკური ექსპერტი

**Company:** ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო  
**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-08-19  
**Apply by:** 2026-08-31

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=746284)

## Job description

"ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო" (ეეცს) აცხადებს "სადემონსტრაციო პროექტი მდგრადობისთვის - კლიმატ-გონივრული წყალმომარაგების, სანიტარიისა და ენერგიის გადაწყვეტილებები საქართველოს საბავშვო ბაღებისთვის" 15 თვიანი პროექტის წყლისა და წყალარინების სისტემების ტექნიკური ექსპერტის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვას. პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირის EU4Resilience რეგიონალური პროგრამის ფარგლებში, და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ახორციელებს GIZ-ი. პროექტის მიზანია საქართველოს მერების შეთანხმების ხელმომწერ მუნიციპალიტეტებში, კლიმატისადმი მედეგობისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესება ინოვაციური, ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, გამძაფრებულ კლიმატთან ადაპტაციისა და კლიმატიის ცვლილების შერბილების გადაწყვეტილებების დემონსტრირება. პროექტის განხორციელების პერიოდის განმავლობაში შეიქმნება ორი საპილოტე სადემონსტრაციო ობიექტი შერჩეულ მუნიციპალიტეტებში — ერთი აღმოსავლეთ საქართველოში (საგარეჯოს ან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) და ერთი დასავლეთ საქართველოში (ჩოხატაურის ან ბაღდათის მუნიციპალიტეტი). სადემონსტრაციო პროექტები მოიცავს კლიმატ-გონივრული წყალმომარაგებისა და სანიტარიული ინფრასტრუქტურის, განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებისა და ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების (Nature-based Solutions) ინტეგრირებულ გამოყენებას. კერძოდ კი, მოიცავს ბიოლოგიური ჩამდინარე წყლების გამწმენდი სისტემების, მათ შორის ბიოლოგიური გამწმენდი ტბორების/ხელოვნური ჭარბტენიანი სისტემების მოწყობას, მზის ფოტოელექტრული (PV) სისტემების და მზის თერმული სისტემების მონტაჟს ცხელი წყლის წარმოებისთვის, ასევე, ტექნიკური შესაძლებლობის შემთხვევაში, წვიმის წყლის შეგროვებისა და გაწმენდილი ჩამდინარე წყლების ხელახალი გამოყენების გადაწყვეტილებების შეფასებას. ამ საქმიანობების განხორციელების მიზნით ეეცს იწვევს კვალიფიციურ და გამოცდილ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს წყლისა და წყალარინების სისტემების ტექნიკური საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად. შერჩეული საკონსულტაციო მომსახურების მიმწოდებელი უხელმძღვანელებს ორი საპილოტე საბავშვო ბაღისთვის წყალმომარაგების, წყალარინებისა და ჩამდინარე წყლების კლიმატ-მედეგი მართვის ტექნიკური გადაწყვეტილებების დაგეგმვას, დიზაინის პროცესის მხარდაჭერასა და ხარისხის უზრუნველყოფას. ექსპერტი იმუშავებს პროექტის გუნდთან, მუნიციპალიტეტებთან, კონტრაქტორებთან და სხვა ტექნიკურ სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობით და პასუხისმგებელი იქნება, მათ შორის, შემდეგ ძირითად ამოცანებზე: ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები: ** საპროექტო ობიექტებზე არსებული წყალმომარაგების, წყალარინების, სადრენაჟე და ჩამდინარე წყლების მართვის სისტემების ტექნიკური შეფასება; ** წყლისა და ჩამდინარე წყლების ავტონომიური გამწმენდი სისტემების საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებისთვის ტექნიკური სპეციფიკაციების და ტექნიკური დავალებების (ToR) მომზადება; ** ბიომრავალფეროვნების ტექნიკურ ექსპერტთან ერთად ბიოლოგიური გამწმენდი სისტემების ტექნიკური კონცეფციების შემუშავება, მათ შორის დაგროვილი წვიმისა და გაწმენდილი წყლის ხელახალი გამოყენების შესაძლებლობების გადაწყვეტებს; ** ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა შესყიდვების პროცესში, მონტაჟისა და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობისას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხარისხის, უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი მოთხოვნების დაცვა; ** სისტემების გრძელვადიანი ფუნქციონირებისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის (O&M) პროცედურებთან დაკავშირებით რეკომენდაციების მომზადება. კვალიფიკაცია კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ** უმაღლესი განათლება სამოქალაქო ინჟინერიის, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინჟინერიის, გარემოსდაცვითი ინჟინერიის, ჰიდრო ინჟინერიის, სანიტარული ინჟინერიის ან დაკავშირებულ სფეროში; ** მინიმუმ 5 წლიანი პროფესიული გამოცდილება წყალმომარაგების, წყალარინების, ჩამდინარე წყლების გაწმენდის ან სანიტარიული ინფრასტრუქტურის პროექტებში; ** ჩამდინარე წყლების ავტონომიურ გამწმენდ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; უპირატესობად ჩაითვლება ბიოლოგიური გამწმენდი სისტემების და/ან ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების გამოცდილება; ** ტექნიკური დოკუმენტაციის, სპეციფიკაციების, ტექნიკური დავალებების (ToR) მომზადებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ზედამხედველობის გამოცდილება; ** საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის, გარემოსდაცვითი მოთხოვნებისა და წყლისა და წყალარინების მართვასთან დაკავშირებული საინჟინრო სტანდარტების ცოდნა; ** მუნიციპალიტეტებთან, საჯარო დაწესებულებებთან ან დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ანალიტიკური, კომუნიკაციისა და ანგარიშგების უნარები; ** ქართული ენის ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. მომსახურების განხორციელების ფორმატი და ჩართულობა წყლისა და წყალარინების სისტემების ტექნიკური ექსპერტის საკონსულტაციო მომსახურება განხორციელდება პროექტის სხვადასხვა ეტაპზე, შესაბამისი საჭიროებების გათვალისწინებით. პროექტის საწყის ეტაპზე მომსახურების მიმწოდებლის ჩართულობა იქნება ინტენსიური და მოიცავს საპილოტე ობიექტების არსებული წყალმომარაგების, წყალარინების, სადრენაჟე და ჩამდინარე წყლების მართვის სისტემების დეტალურ ტექნიკურ შეფასებას, შესაბამისი ტექნიკური კრიტერიუმების განსაზღვრას, ტექნიკური დავალებების (ToR), ტექნიკური სპეციფიკაციებისა და სხვა საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებას, ასევე საპროექტო და ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავებასა და დაზუსტებაში მონაწილეობას. სადემონსტრაციო პროექტების განხორციელების ეტაპზე მომსახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფს საჭიროებისამებრ საკონსულტაციო და ტექნიკურ მხარდაჭერას, მათ შორის, საპროექტო გადაწყვეტილებებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასებას, შესყიდვების პროცესში ტექნიკურ კონსულტირებას, მონტაჟისა და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას ტექნიკურ მხარდაჭერას, წარმოშობილი ტექნიკური საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობასა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას. მომსახურების მიმწოდებელი ასევე, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს პროექტის განმახორციელებელი გუნდის, მუნიციპალიტეტებისა და შესაბამისი კონტრაქტორების ტექნიკურ კონსულტირებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს დაგეგმილი სისტემების სათანადო ხარისხით განხორციელება და მათი გრძელვადიანი ფუნქციონირება. მომსახურების მიმწოდებლის შემდგომი ჩართულობის სიხშირე და მოცულობა განისაზღვრება პროექტის განხორციელების ეტაპების, წარმოშობილი ტექნიკური საკითხებისა და პროექტის საჭიროებების შესაბამისად. საჭირო კომპეტენციები კანდიდატს უნდა ჰქონდეს: **

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90+%E1%83%93%E1%83%90+%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1+%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98+%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.

```json
{"@context":"https://schema.org/","@type":"JobPosting","title":"წყლისა და წყალარინების სისტემების ტექნიკური ექსპერტი","description":"<p>\"ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო\" (ეეცს) აცხადებს \"სადემონსტრაციო პროექტი მდგრადობისთვის - კლიმატ-გონივრული წყალმომარაგების, სანიტარიისა და ენერგიის გადაწყვეტილებები საქართველოს საბავშვო ბაღებისთვის\" 15 თვიანი პროექტის წყლისა და წყალარინების სისტემების ტექნიკური ექსპერტის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვას. პროგრამა დაფინანსებულია ევროკავშირის EU4Resilience რეგიონალური პროგრამის ფარგლებში, და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ახორციელებს GIZ-ი. პროექტის მიზანია საქართველოს მერების შეთანხმების ხელმომწერ მუნიციპალიტეტებში, კლიმატისადმი მედეგობისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესება ინოვაციური, ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, გამძაფრებულ კლიმატთან ადაპტაციისა და კლიმატიის ცვლილების შერბილების გადაწყვეტილებების დემონსტრირება. პროექტის განხორციელების პერიოდის განმავლობაში შეიქმნება ორი საპილოტე სადემონსტრაციო ობიექტი შერჩეულ მუნიციპალიტეტებში — ერთი აღმოსავლეთ საქართველოში (საგარეჯოს ან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) და ერთი დასავლეთ საქართველოში (ჩოხატაურის ან ბაღდათის მუნიციპალიტეტი). სადემონსტრაციო პროექტები მოიცავს კლიმატ-გონივრული წყალმომარაგებისა და სანიტარიული ინფრასტრუქტურის, განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებისა და ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების (Nature-based Solutions) ინტეგრირებულ გამოყენებას. კერძოდ კი, მოიცავს ბიოლოგიური ჩამდინარე წყლების გამწმენდი სისტემების, მათ შორის ბიოლოგიური გამწმენდი ტბორების/ხელოვნური ჭარბტენიანი სისტემების მოწყობას, მზის ფოტოელექტრული (PV) სისტემების და მზის თერმული სისტემების მონტაჟს ცხელი წყლის წარმოებისთვის, ასევე, ტექნიკური შესაძლებლობის შემთხვევაში, წვიმის წყლის შეგროვებისა და გაწმენდილი ჩამდინარე წყლების ხელახალი გამოყენების გადაწყვეტილებების შეფასებას. ამ საქმიანობების განხორციელების მიზნით ეეცს იწვევს კვალიფიციურ და გამოცდილ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს წყლისა და წყალარინების სისტემების ტექნიკური საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად. შერჩეული საკონსულტაციო მომსახურების მიმწოდებელი უხელმძღვანელებს ორი საპილოტე საბავშვო ბაღისთვის წყალმომარაგების, წყალარინებისა და ჩამდინარე წყლების კლიმატ-მედეგი მართვის ტექნიკური გადაწყვეტილებების დაგეგმვას, დიზაინის პროცესის მხარდაჭერასა და ხარისხის უზრუნველყოფას. ექსპერტი იმუშავებს პროექტის გუნდთან, მუნიციპალიტეტებთან, კონტრაქტორებთან და სხვა ტექნიკურ სპეციალისტებთან მჭიდრო თანამშრომლობით და პასუხისმგებელი იქნება, მათ შორის, შემდეგ ძირითად ამოცანებზე: ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები: ** საპროექტო ობიექტებზე არსებული წყალმომარაგების, წყალარინების, სადრენაჟე და ჩამდინარე წყლების მართვის სისტემების ტექნიკური შეფასება; ** წყლისა და ჩამდინარე წყლების ავტონომიური გამწმენდი სისტემების საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებისთვის ტექნიკური სპეციფიკაციების და ტექნიკური დავალებების (ToR) მომზადება; ** ბიომრავალფეროვნების ტექნიკურ ექსპერტთან ერთად ბიოლოგიური გამწმენდი სისტემების ტექნიკური კონცეფციების შემუშავება, მათ შორის დაგროვილი წვიმისა და გაწმენდილი წყლის ხელახალი გამოყენების შესაძლებლობების გადაწყვეტებს; ** ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა შესყიდვების პროცესში, მონტაჟისა და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობისას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხარისხის, უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი მოთხოვნების დაცვა; ** სისტემების გრძელვადიანი ფუნქციონირებისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის (O&M) პროცედურებთან დაკავშირებით რეკომენდაციების მომზადება. კვალიფიკაცია კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ** უმაღლესი განათლება სამოქალაქო ინჟინერიის, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინჟინერიის, გარემოსდაცვითი ინჟინერიის, ჰიდრო ინჟინერიის, სანიტარული ინჟინერიის ან დაკავშირებულ სფეროში; ** მინიმუმ 5 წლიანი პროფესიული გამოცდილება წყალმომარაგების, წყალარინების, ჩამდინარე წყლების გაწმენდის ან სანიტარიული ინფრასტრუქტურის პროექტებში; ** ჩამდინარე წყლების ავტონომიურ გამწმენდ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; უპირატესობად ჩაითვლება ბიოლოგიური გამწმენდი სისტემების და/ან ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების გამოცდილება; ** ტექნიკური დოკუმენტაციის, სპეციფიკაციების, ტექნიკური დავალებების (ToR) მომზადებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ზედამხედველობის გამოცდილება; ** საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის, გარემოსდაცვითი მოთხოვნებისა და წყლისა და წყალარინების მართვასთან დაკავშირებული საინჟინრო სტანდარტების ცოდნა; ** მუნიციპალიტეტებთან, საჯარო დაწესებულებებთან ან დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ანალიტიკური, კომუნიკაციისა და ანგარიშგების უნარები; ** ქართული ენის ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. მომსახურების განხორციელების ფორმატი და ჩართულობა წყლისა და წყალარინების სისტემების ტექნიკური ექსპერტის საკონსულტაციო მომსახურება განხორციელდება პროექტის სხვადასხვა ეტაპზე, შესაბამისი საჭიროებების გათვალისწინებით. პროექტის საწყის ეტაპზე მომსახურების მიმწოდებლის ჩართულობა იქნება ინტენსიური და მოიცავს საპილოტე ობიექტების არსებული წყალმომარაგების, წყალარინების, სადრენაჟე და ჩამდინარე წყლების მართვის სისტემების დეტალურ ტექნიკურ შეფასებას, შესაბამისი ტექნიკური კრიტერიუმების განსაზღვრას, ტექნიკური დავალებების (ToR), ტექნიკური სპეციფიკაციებისა და სხვა საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებას, ასევე საპროექტო და ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავებასა და დაზუსტებაში მონაწილეობას. სადემონსტრაციო პროექტების განხორციელების ეტაპზე მომსახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფს საჭიროებისამებრ საკონსულტაციო და ტექნიკურ მხარდაჭერას, მათ შორის, საპროექტო გადაწყვეტილებებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასებას, შესყიდვების პროცესში ტექნიკურ კონსულტირებას, მონტაჟისა და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობისას ტექნიკურ მხარდაჭერას, წარმოშობილი ტექნიკური საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობასა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას. მომსახურების მიმწოდებელი ასევე, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს პროექტის განმახორციელებელი გუნდის, მუნიციპალიტეტებისა და შესაბამისი კონტრაქტორების ტექნიკურ კონსულტირებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს დაგეგმილი სისტემების სათანადო ხარისხით განხორციელება და მათი გრძელვადიანი ფუნქციონირება. მომსახურების მიმწოდებლის შემდგომი ჩართულობის სიხშირე და მოცულობა განისაზღვრება პროექტის განხორციელების ეტაპების, წარმოშობილი ტექნიკური საკითხებისა და პროექტის საჭიროებების შესაბამისად. საჭირო კომპეტენციები კანდიდატს უნდა ჰქონდეს: **</p>","identifier":{"@type":"PropertyValue","name":"TechGeo","value":"746284"},"url":"https://techgeo.ge/job/tsqlisa-da-tsqalarinebis-sistemebis-teknikuri-eksperti-1896715","jobLocation":{"@type":"Place","address":{"@type":"PostalAddress","addressLocality":"Georgia","addressCountry":"GE"}},"hiringOrganization":{"@type":"Organization","name":"ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო"},"directApply":false,"datePosted":"2026-08-19","validThrough":"2026-08-31T23:59:59+04:00"}
```
