TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ტურ-მენეჯერი

ტურ-მენეჯერი

Tempel Travel Caucasus თბილისი ქართული
Posted Aug 04, 2026 20h ago apply by Sep 02, 2026

Job description

ტურისტული კომპანია „თემფელ თრეველ კავკასუს “, რომელიც შემომყვანი (Incoming) ტურიზმის მიმართულებით საქმიანობს, ეძებს ტურ - მენეჯერს . ძირითადი მოვალეობები: ჯგუფური ტურების დაგეგმვა და ორგანიზება; ჯავშნების მიღება და დამუშავება ელექტრონული ფოსტისა და ტელეფონის საშუალებით; კომუნიკაცია ადგილობრივ მომწოდებლებთან და პარტნიორებთან; ჯავშნებთან დაკავშირებული პრობლემების დროული იდენტიფიცირება და შესაბამის მხარეებთან კოორდინაცია; ტურის დაწყებამდე ყველა საჭირო სერვისის დროული დაჯავშნა; ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების მომზადება და გაფორმება; პროექტის დასრულების შემდეგ გაწეული სერვისების შეფასება და შესაბამისი ინფორმაციის ფინანსურ პროგრამაში ასახვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს ტურისტულ კომპანიაში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა — ზეპირი და წერითი კომუნიკაციის საშუალო დონეზე; საქართველოს ტურისტული მიმართულებების, ღირსშესანიშნაობების, კურორტების, სასტუმროებისა და რესტორნების ცოდნა; MS Office-ის კარგი ცოდნა; ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კომუნიკაბელურობა; გუნდურად მუშაობის უნარი. რას გთავაზობთ: სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი — 09:00–17:00; შაბათი — ონლაინ მუშაობა; დასვენების დღე — კვირა. ანაზღაურება: 2300 ₾ — ფიქსირებული ხელფასი. სამუშაო ადგილი: თბილისი, ც. დადიანის ქ. 7, ქარვასლა ბიზნეს პლაზა. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გელოდებით თქვენს CV-ს!