---
title: ტუტორი
description: კომპანია აცხადებს ვაკანსია ტუტორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** კლასის საჭიროებების გათვალისწინებით სადამრიგებლო პროგრამის შემუშავება და განხორციელება; ** კლასის ორგანიზება გაკვეთილების დაწყება
---

# ტუტორი

**Location:** Georgia  
**Posted:** 2026-08-13  
**Apply by:** 2026-09-13

[Apply / View original posting](https://jobs.ge/en/?view=jobs&id=744703)

## Job description

კომპანია აცხადებს ვაკანსია ტუტორის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** კლასის საჭიროებების გათვალისწინებით სადამრიგებლო პროგრამის შემუშავება და განხორციელება; ** კლასის ორგანიზება გაკვეთილების დაწყებამდე; ** მოსწავლის გაცდენების და დაგვიანებების აღრიცხვა და მშობლების დროული ინფორმირება; ** გაცდენის/დაგვიანების მიზეზის გარკვევა; ** შესვენებებზე კლასის კონტროლი; ** გაკვეთილებზე დასწრება და მოსწავლეთა ქცევისა და სწავლის შედეგების მონიტორინგი; ** მშობლებთან ხშირი კომუნიკაცია მოსწავლის ქცევისა და აკადემიური შედეგების შესახებ; ** ყოველთვიურად მშობლების წერილობითი ინფორმირება მოსწავლის ძლიერი ** გასაუმჯობესებელი მხარეებისა და შესაბამისი რეკომენდაციები მითითებით; ** საკლასო დოკუმენტაციის წარმოება (მაგ. პირადი საქმეები და სხვ.); ** კლასის ელექტრონული ჟურნალის მონიტორინგი (რამდენად დროულად შეაქვთ მასწავლებლებს დავალებები, ნიშნები, არები); ** საკლასო, სასკოლო და ექტრაკურიკულარული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; ** საგნობრივ და, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურ კონსულტირებაზე მოსწავლეთა დასწრების უზრუნველყოფა; ** საშინაო დავალებებზე კლასის მუშაობის უზრუნველყოფა, შედეგების გაკონტროლება და მშობლების და კლასში შემავალი მასწავლებლების ყოველდღიური ინფორმირება; ** სემესტრში ორჯერ მშობელთა კრების ჩატარება. სამუშაო საათები: 09:00-18:00 სთ. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ბაკალავრის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი; სასურველია: ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; კონკურსანტთან გასაუბრებისას ყურადღება მიექცევა: ** თანამშრომლობით უნარებს; ** ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარს; ** მოტივაციასა და პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულობას. კონკურსის ეტაპები: 1. საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა; 2. გასაუბრება; განაცხადის წარდგენა: დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: school_polygloti@yahoo.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ტუტორი".

---

🔔 [Monitor similar jobs on Gurify](https://gurify.com/?utm_source=techgeo&utm_medium=jobboard&utm_campaign=monitor_similar&role=%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98) — get alerted when matching roles are posted in Georgia.
