TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / უძრავი ქონების აგენტი/ბროკერი

უძრავი ქონების აგენტი/ბროკერი

Georgia ქართული
Posted Jul 13, 2026 12h ago apply by Aug 13, 2026

Job description

"Team invest realty" -ში ვეძებთ ახალ კოლეგას! თუ ეძებ ადგილს, სადაც მხოლოდ თანამშრომელი კი არა, გუნდის მნიშვნელოვანი წევრი იქნები, მაშინ ეს ვაკანსია შენთვისაა. Team invest realty - არის ახალი თაობის უძრავი ქონების საკონსულტაციო გუნდი, რომელიც შეიქმნა მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე საბანკო და უძრავი ქონების სფეროში. ჩვენი მიზანია, შევქმნათ პროფესიონალებით დაკომპლექტებული, თანამედროვე, სამართლიანი და შედეგებზე ორიენტირებული გუნდი, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება განვითარების, კარიერული წინსვლისა და მაღალი შემოსავლის რეალური შესაძლებლობა. ვის ვეძებთ? გამოცდილ უძრავი ქონების აგენტს; ან მოტივირებულ ადამიანს, რომელსაც გამოცდილება არ აქვს, მაგრამ მზად არის პროფესია ნულიდან სრულყოფილად შეისწავლოს. რას გთავაზობთ? ** მოლაპარაკებების ტექნიკის შესწავლას; ** ობიექტების სწორ პრეზენტაციას; ** ექსკლუზიურ უძრავ ქონებაზე მუშაობის შესაძლებლობას; ** კარიერული ზრდისა და განვითარების რეალურ შესაძლებლობას; ** გარიგების სრულ პროცესს; ** 60% საკომისიოს; ** წამახალისებელ პრიზებს; ** თანამედროვე და კომფორტულ ოფისს ქალაქის ცენტრში, ბიზნეს ცენტრში; ** კორპორაციულ ნომერსა და უფასო სასაუბრო პაკეტს; ** სარეკლამო პლატფორმებზე განცხადებების განთავსებისა და ბალანსების დაფინანსებას კომპანიის მხრიდან; ** მეგობრულ, პროფესიონალურ და პატივისცემაზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს; ** თვეში ერთ დამატებით დასვენების დღეს (day off). სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. შაბათი და კვირა - დასვენება. ძირითადი უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კომუნიკაბელურობა; ** პუნქტუალურობა; ** გამართული მეტყველება; ** შრომისმოყვარეობა; ** უცხო ენის ცოდნა სასურველია, თუმცა არა სავალდებულო. ** გუნდური მუშაობის უნარი. დამფუძნებლის მიმართვა: "როდესაც საკუთარი კომპანიის შექმნა გადავწყვიტე, ერთი მიზანი მქონდა - შემექმნა ადგილი, სადაც ადამიანები პროფესიულად გაიზრდებოდნენ, პატივისცემით იმუშავებდნენ და მათი შრომა სამართლიანად დაფასდებოდა. თუ მსგავსი გარემო შენთვისაც მნიშვნელოვანია, სიამოვნებით გაგიცნობთ პირადად." ჩვენი ოფისი მდებარეობს: ქალაქი თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი N49, ბიზნეს ცენტრი. დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გისურვებთ წარმატებებს.