უძრავი ქონების აგენტი
Job description
The One Real Estate აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: უძრავი ქონების აგენტი ჩვენი გუნდი ეძებს მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და მიზანდასახულ უძრავი ქონების აგენტს. ძირითადი მოვალეობები: კლიენტებთან კომუნიკაცია და კონსულტაციის გაწევა; უძრავი ქონების ობიექტების მოძიება და ბაზაში განთავსება; ქონების ჩვენებების ორგანიზება და ჩატარება; მოლაპარაკებების წარმოება და გარიგებების მხარდაჭერა; ახალი კლიენტების მოძიება და არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგი უნარები; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა; კომპიუტერის საბაზისო ცოდნა; მსგავს სფეროში გამოცდილება სასურველია, თუმცა არა სავალდებულო – უზრუნველყოფილია სწავლება. ჩვენ გთავაზობთ: მაღალი შემოსავლის შესაძლებლობას (საკომისიო სისტემის საფუძველზე); პროფესიულ განვითარებასა და ტრენინგებს; მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს; კარიერული ზრდის შესაძლებლობას. თუ ხარ ენერგიული, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და გსურს წარმატებული კარიერის შექმნა უძრავი ქონების სფეროში, გამოგვიგზავნე შენი CV და შემოგვიერთდი! [email protected]