უძრავი ქონების აგენტი / გაყიდვების მენეჯერი
Job description
ქეი გრუპი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: უძრავი ქონების აგენტი / გაყიდვების მენეჯერი ქეი გრუპი — უძრავი ქონების სფეროში მოქმედი კომპანია, ეძებს მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომელს გუნდში. თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, გაქვს მოლაპარაკებების წარმოების უნარი და გსურს შემოსავალი შენს შედეგებზე იყოს დამოკიდებული — შემოგვიერთდი! სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი, 10:00–18:00 ლოკაცია: ისანი ანაზღაურება: შესრულებული გარიგებებიდან მიღებული პროცენტის საფუძველზე მოსალოდნელი შემოსავალი: 2,500 ლარიდან — საბოლოო შემოსავალი დამოკიდებულია თანამშრომლის აქტიურობაზე, უნარებსა და შედეგებზე შენი ძირითადი მოვალეობები იქნება: უძრავი ქონების ობიექტების მოძიება და კომპანიის ბაზაში დამატება; პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია; კლიენტების საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი ობიექტების შეთავაზება; უძრავი ქონების ობიექტების ჩვენება; მოლაპარაკებების წარმოება; გარიგების ბოლომდე მიყვანა. ჩვენ გთავაზობთ: თანამედროვე სამუშაო გარემოს; სრულად აღჭურვილ ოფისს; პროფესიულ ტრენინგებსა და განვითარებას; კომპანიის მიერ მოწოდებულ კლიენტების ბაზას; რეკლამასა და მარკეტინგულ მხარდაჭერას; სამუშაო ტელეფონის ხარჯების უზრუნველყოფას; გადაადგილების ხარჯების უზრუნველყოფას სამუშაო პროცესის ფარგლებში; შემოსავლის ზრდის შესაძლებლობას, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული შენს შედეგებთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უძრავი ქონების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; აუცილებელია ქართული და ინგლისური ენების ცოდნა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა; მართვის მოწმობა და ავტომობილი ჩაითვლება უპირატესობად. თუ გსურს პროფესიული განვითარება, მაღალი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა და მუშაობა თანამედროვე გარემოში — გამოგვიგზავნე შენი CV: [email protected]