TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / უძრავი ქონების გაყიდვების კონსულტანტი

უძრავი ქონების გაყიდვების კონსულტანტი

ლუპ ჰოლდინგი თბილისი ქართული
Posted Jul 21, 2026 1 day ago apply by Aug 19, 2026

Job description

Loop Agency აცხადებს ვაკანსიას: უძრავი ქონების გაყიდვების კონსულტანტი Loop Agency ეძებს მომავალ ლიდერებს თუ ეძებ მხოლოდ სამსახურს, ეს განცხადება შენთვის არ არის. თუ გჯერა, რომ შენი შედეგები, შემოსავალი და პროფესიული განვითარება მხოლოდ შენზე უნდა იყოს დამოკიდებული, მაშინ შესაძლოა სწორედ იმ გუნდს მიაგენი, რომელსაც ეძებდი. ვინ ვართ? Loop Agency არის პრემიუმ უძრავი ქონების სააგენტო, რომელიც მუშაობს ექსკლუზიური პარტნიორობის პრინციპით. ჩვენთვის უძრავი ქონება მხოლოდ გარიგებები არ არის. ჩვენ ვქმნით ურთიერთობებს, რომლებიც ნდობაზე, პროფესიონალიზმსა და გრძელვადიან პარტნიორობაზე დგას. ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს — ვეძებთ ადამიანებს, რომელთა ცხოვრებისეული ხედვები და ღირებულებები ჩვენსას ემთხვევა. ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ, რომ ნდობა ყველაფრის საფუძველია, წარმატება კი დისციპლინის, შრომისა და მუდმივი განვითარების შედეგი. ჩვენი ყველაზე დიდი ინვესტიცია სწორედ ასეთი ადამიანები არიან. ვის ვეძებთ? გამოცდილება უპირატესობაა, მაგრამ არა გადამწყვეტი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იყო: პასუხისმგებლიანი; დისციპლინირებული; მოტივირებული; განვითარებაზე ორიენტირებული; ძლიერი კომუნიკაციის უნარის მქონე; შედეგზე ორიენტირებული. ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა დამატებითი უპირატესობა იქნება რას გთავაზობთ? შეუზღუდავ საკომისიო სისტემას; პროფესიონალურ ტრენინგებსა და მენტორობას; თანამედროვე CRM-სა და ძლიერ მარკეტინგულ მხარდაჭერას; გუნდს, რომელიც შენს განვითარებაში ყოველდღიურად დებს ინვესტიციას; რეალურ შესაძლებლობას, შექმნა მაღალი შემოსავალი საკუთარი შედეგებით; კარიერულ გარემოს, სადაც შენი ზრდის ერთადერთი ზღვარი შენივე მიზნებია. სამუშაო პირობები: თბილისი, ვაკე, ილია ჭავჭავაძის გამზირი N16 ორშაბათი – პარასკევი | 10:00 – 18:00 ანაზღაურება: საკომისიო სისტემა — შემოსავლის ზედა ზღვრის გარეშე. ერთი კითხვა საკუთარ თავს ხუთი წლის შემდეგ იამაყებ იმ გადაწყვეტილებით, რომელსაც დღეს მიიღებ? თუ პასუხი „კი“ არის და მზად ხარ არა უბრალოდ სამსახურისთვის, არამედ კარიერისთვის, რომელიც შენს ცხოვრებას შეცვლის, გამოგვიგზავნე CV და რამდენიმე წინადადება საკუთარ თავზე. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 551 54 93 39