TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / უკონტაქტო კურიერი

უკონტაქტო კურიერი

Pickup თბილისი hr.ge ქართული
Posted Jun 30, 2026 2 days ago apply by Jul 29, 2026

Job description

საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის კომპანია "Pickup.ge"-ი აცხადებს ვაკანსიას (უკონტაქტო) ნარჩენების გატანის თანამშრომლის (კურიერი) პოზიციაზე. სამუშაო დრო მაქსიმუმ 2 საათი დღეში Pickup.ge საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სტარტაპია. ჩვენი მიზანია, აპლიკაციის გამოყენებით, მომხმარებელს გავუმარტივოთ ყოველდღიურობა. შევამციროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენების გაფანტვის რისკები და გარემოს დაბინძურება. იდეალური სამუშაო სტუდენტებისთვის – შეგეძლება სწავლასთან კომბინირება. ასევე კარგი ვარიანტია დამატებითი შემოსავლისთვის ნებისმიერი მსურველისთვის. გამოცდილება არ არის აუცილებელი! არ გჭირდება მართვის მოწმობა! არ გჭირდება სკუტერი და ავტომანქანა! განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 23 ივნისი, 2025 წელი მდებარეობა: თბილისი, საქართველო რა გჭირდება? პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; სმარტ ტელეფონი და სამუშაო საათებში ინტერნეტი; სმარტფონის და სხვადასხვა აპლიკაციების მოხმარების მინიმალური უნარ-ჩვევები. დროის ეფექტურად გამოყენების უნარი; ფიზიკურად მუშაობის შესაძლებლობა. სამუშაოს აღწერა: ბინის კარიდან ნარჩენების გამოტანა გორგოლაჭიანი პლასტმასის ურნის მეშვეობით და ბუნკერში მოთავსება. სამუშაო ადგილი: საცხოვრებელი კორპუსები (კონკრეტულად შერჩეული საცხოვრებელი კომპლექსი/კორპუსი. გრაფიკი: დილა 9:00-11:00. შესაძლებელია სამუშაოს 8:30-ზე დაწყებაც. ხელფასი: 300 - 450 ლარი (ხელზე ასაღები). დამოკიდებულია დატვირთვაზე. სპეციალური ეკიპირებით კურიერს უზრუნველყოფს კომპანია. თუ გაინტერესებს, დაგვიკავშირდი: [email protected] ასევე გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ დასახელება: უკონტაქტო ნარჩენების გატანა-კურიერი. ასევე, მეილში მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო მეილი, ტელეფონი.