უკუკავშირის სპეციალისტი
Job description
VNG Holding აცხადებს ვაკანსიას უკუკავშირის სპეციალისტის პოზიციაზე VNG Holding ეძებს კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს, რომელიც იმუშავებს iTechnics-ისა და Mstore-ის მომხმარებლებთან. ძირითადი მოვალეობები შემომავალ ზარებზე პასუხი; მომხმარებლების კითხვების დამუშავება ჩათში, სოციალურ ქსელებსა და ელფოსტაზე; კომენტარებისა და პირადი შეტყობინებების მართვა; პროდუქციისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; მომხმარებლის პრობლემის გარკვევა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის გუნდთან გადამისამართება; მიღებული უკუკავშირის აღრიცხვა და დამუშავება. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს; ჰქონდეს გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; გამოირჩეოდეს პასუხისმგებლობითა და ყურადღებიანობით; შეეძლოს მომხმარებელთან თავაზიანი და ეფექტური კომუნიკაცია; ფლობდეს კომპიუტერულ პროგრამებს; ტექნიკისა და ახალი ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი ჩაითვლება უპირატესობად; მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. კომპანია თანამშრომელს სთავაზობს ჯანმრთელობის დაზღვევას; FitPass-ს; მეგობრულ სამუშაო გარემოს; პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად. დაინტერესების შემთხვევაში დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.