TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / უკუკავშირის სპეციალისტი

უკუკავშირის სპეციალისტი

Georgia ქართული
Posted Jul 21, 2026 16h ago apply by Aug 21, 2026

Job description

"VNG Holding" აცხადებს ვაკანსიას უკუკავშირის სპეციალისტის პოზიციაზე. "VNG Holding" ეძებს კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს, რომელიც იმუშავებს iTechnics-ისა და Mstore-ის მომხმარებლებთან. ძირითადი მოვალეობები: ** შემომავალ ზარებზე პასუხი; ** მომხმარებლების კითხვების დამუშავება ჩათში, სოციალურ ქსელებსა და ელფოსტაზე; ** კომენტარებისა და პირადი შეტყობინებების მართვა; ** პროდუქციისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ** მომხმარებლის პრობლემის გარკვევა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის გუნდთან გადამისამართება; ** მიღებული უკუკავშირის აღრიცხვა და დამუშავება. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ** ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს; ** ჰქონდეს გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; ** გამოირჩეოდეს პასუხისმგებლობითა და ყურადღებიანობით; ** შეეძლოს მომხმარებელთან თავაზიანი და ეფექტური კომუნიკაცია; ** ფლობდეს კომპიუტერულ პროგრამებს; ** ტექნიკისა და ახალი ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი ჩაითვლება უპირატესობად; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. კომპანია თანამშრომელს სთავაზობს: ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** FitPass-ს; ** მეგობრულ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.